სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალურ ქსელში ქცევის წესები ანუ ის რისი „პოსტვაც“ „გოიმობა“ და სირცხვილია

კოსმოპოლიტანი მორიგი საინტერესო კვლევის შედეგებს აქვეყნებს და გვასწავლის რისი გაკეთება ითვლება სოციალურ ქსელში ცუდ ტონად.

მაშ ასე, არ არის რეკომენდირებული:

ლაიქებისა და გაზიარების თხოვნა.

სასწრაფოდ პასუხის მოთხოვნა. მაშინაც კი თუ მოსაუბრე ონლაინშია ნუ აიკლებ მას მესიჯებით: აბა რას შვები? აქ ხარ? მიპასუხე და ა.შ.

ნუ დათაგავ მეგობრებს მათი ნებართვის გარეშე.

მორჩი ყოველ კუთხეში დაჩექინებას.

ნუ დაპოსტავ საჭმლს სურათებს, ზოგიერთი მათგანი ხომ საერთოდაც კოშმარულად გამოიყურება.

ყველას დასანახად ნუ გამოაქვეყნებ ძალიან პირად პოსტებს. გასაგებია, რომ თუ ცუდად ხარ მეგობრებმა უნდა განუგეშონ, სხვა ვინ იზამს ამას და ნორმალურია ამის სოციალურ ქსელში დაპოსტვა, მაგრამ პოსტის გამოქვეყნებამდე შეზღუდე იმ ადამიანთა რიცხვი ვინც ამ პოსტის ნახვას შეძლებს, გახსოვდეს მეგობრებში ისეთი ხალხიც გყავს ვინც არ უნდა იცოდეს შენი პირადი საკითხები ან უბრალოდ არ აინტერესებთ და წუხდებიან.

ნუ დაწერ სულელურ სტატუსებს, ეს საკვების ფოტოებზე უარესია. მაგალითარ თუ პოსტავ „ჩემი პოვნა რთულია, დაკარგვა ადვილი, დავიწყება კი შეუძლებელი“ - ამის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი გაიფიქრებს: წადი დაიკარგე შე დაუვიწყარო.

არასოდეს არ გაწყვიტო ურთიერთობა სოციალური ქსელით, ეს სიმდაბლეა, რადგან ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს პირადად ამცნო ასეთი ინფორმაცია.

ნუ გამოიყენებ სიმბოლოებს ასოების ნაცვლად.

ერთმანეთის მიყოლებით სამზე მეტი სელფის გამოქვეყნება, თუნდაც ინსტაგრამზე.

ნუ გააზიარებ ინფორმაციას გარდაცვლილ ცხოველებზე და მსგავს ტრაგედიებზე. მითუმეტეს ნუ მოჰყვები მათ გლოვას სოციალურ ქსელში.

ნუ განათავსებ ინფორმაციას შენს შესახებ სხვის კედელზე, გახსოვდეს ამას მხოლოდ შენი მეგობრები კი არა მისი მეგობრებიც ნახავენ. შესაძლოა შენს მეგობრებთან დასამალი არაფერი გაქვს, მაგრამ მის მეგობრებს ნუ გააგებინებ შენს პირად სირცხვილებს.

ფრთხილად ჰაშთეგებთან, ნუ გამოიყენებ მათ დიდი რაოდენობით. მაგალითად ერთი ფინჯანი ყავის ფოტოზე არ არის საჭირო #ყავა #ყავისფერი #ფინჯანი #დილა #გემრიელი #ტკბილი #თბილი #სევდიანი #ცრემილიანი და ა.შ. სიტყვების დათაგვა. საკმარისია 2-3 ჰაშთეგი

და ბოლოს ნუ დატროლავ ნურავის, თუ სკოლის მოსწავლე ან მოხუცი ბებია ხარ კიდევ გეპატიება, მაგრამ სხვა შემთხვევაში „მაგრად ტეხავს“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100