როგორ გამოვაჩინოთ ცხვირი ლამაზი და ლოყები უფრო თხელი მაკიაჟის საშუალებით
სილმაზე ეს ისაა,
რაც თითოულ
ჩვენგანს ჭირდება,
თუმცა მისი
განმსაზღვრელი პარამეტრები
დროსთან ერთად
ხშირად იცვლება,
მაგრამ ყოველ
დროში ყველა
ქალი ერთხმად
თანხმდებოდა იმაზე,
რომ მხოლოდ
ბუნების მომადლებული
გარეგნობა, არაა
საკმარისი იმისთვის
რომ თავი
იდეალურად თუ
არა, მასთან
მიახლოებულად მაიც
იგრძნო.
ჩემს სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, პრაკტიკულ რჩევებს, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი თავად ისე რომ, არ დაგვჭირდეს ვიზაჟისტი. რჩევების გათვალისწინებით,
რომელსაც ასევე ახლავს ვიდეო თქვენ შეძლებთ დაითხელოთ ცხვირი, ლოყები, და თქვენი თვალები გამოაჩინოთ დიდი და ნუშისებრი.
თხელი ცხვირი-იმისთვის, რომ ცხვირი უფრო თხელი და აპრეხილი გამოვაჩინოთ საჭიროა გამოვიყენოთ ორი ტონის კორექტორი,( თუ არ გვაქვს შესაძლებელია ტონალური, თუმცა კორექტორით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ).
ვიღებთ ჩვენი კანის ფერზე ღია კორექტორს და ფუნჯის საშუალებით ვისვამთ ცხვირის ძვლის მთლიან სიგრძეზე, სწორად და ვათანაბრებთ. შემდეგ ვიღებთ მუქი ფერის კორექტორს, რომელიც საჭიროა იყოს ჩვენი კანის ფერზე 2-3 ტონით მუქი და ვისვამთ, ფუნჯით, ცხვირის ნესტოზე, სულ ზემოთ და ვავლებთ წვრილ ხაზს ორივე მხარეს, ისე რომ, ჩვენი უკვე შეღებილი ცხვირის ძვალი შუაში მოექცეს. შემდეგ სახის ღრუბლის საშუალებით ხაზებს ნაზად გადავშლით და მუქ კორეკტორს, რომელიც უკვე გვისვია გადავანაწილებთ ცხვირზე, იმისდამიუხედავად,
რომ ჩვენ ხაზებს გადავშლით და გადავანაწილებთ ცხვირზე, მაინც დარჩება ჩრდილები რაც მას თხელსა და დახვეწილს გამოაჩენს.
აწეული და ნუშისებრი თვალები-ვისვამთ თეთრი ფერის წენს ქუთუთოზე და მის ზემოთ ვავლებთ მთლიან ხაზს, ყავისფერი ფანქრით, რომელსაც შემდეგ ოდნავ ვაშორებთ ღრუბლით ან თითით. ვიღებთ შავი ფერის ლაინერს და ვავლებთ წამწამთენ თავიდან ბოლომდე, ვიწყებთ ცხვირის მხრიდან, და ბოლოში ოდნავ მაღლა ვწევთ. ლაინერს ან ფანქარს ვისვამთ თვალის შიგნით, ქვედა მხარეს, და შემდებ ვიტუშებით, ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ.
თხელი ლოყები- იმისთვის, რომ ლოყები გამოვაჩინოთ უფრო თხელი, გამხდარი საჭიროა კორექტორის წასმის შემდეგ, შევწიოთ ლოყები შიგნით და ზუსტად შეწეულ ხაზზე გავავლოთ ყავისფერი ხაზები, ის არ უნდა იყოს ძალიან სქელი, შემდეგ ფუნჯით გადავშალოთ, ამის შემდეგ შეგვიძლიან წავისვათ ტონალური, ყვრიმალებზე და შუბლის ბოლოებში ვისვამთ მუქი ფერის რუმიანას.
პრაკტიკული
რჩევები- აუცილებელია მაკიაჟის გაკეთების წინ, სახეზე წავისვათ მკვებავი კრემი, იმაზე დიდი რაოდენობით, რამდენსაც ისვამთ ყოველდღიურად, ხოლო ღამე არავითარ შემთხევაში არ დავიტოვოთ მაკიაჟი, ის პირველი მტერია ჩვენი კანისთვის, ასევე პირადი გამოცდილებით გირჩევთ, რომ თუ მაინცდამაიც არ გიყვართ კრემების ხმარება უმჯობესია იხმაროთ ღამის კრემი, თუმცა ორივეს ხმარება საუკეთესო ვარიანტია. და ასევე გახსოვდეთ, არასდროს მოგივიდეთ მაკიაჟის გაკეთება ზედმეტი, რადგან ის შესაძლოა თქვენ ძალიან მოგწონდეთ, მაგრამ მამაკაცები უპირატესობას ნატურალიზმს ანიჭებენ, ყოველთვის ეცადეთ გამოკვეთოთ ან ტუჩი ან თვალი ორივე ერთად სასურველი არაა. და გახსოვდეთ რომ ინდივიდვალიზმი სწორედ ჩვენს ნაკლშია და არა იდეალურ ნაკვთებში.
კომენტარი