სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მესტიაში დამწვარი სასტუმრო ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაა

მესტიაში დამწვარი სასტუმრო მაჟორიტარი დეპუტატისა და "ხალხის ძალის" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაა. ამ დროისთვის სასტუმროს მენეჯმენტი ზარალს ითვლის.

მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ფოსტა" გასულ ღამეს დაიწვა. წინასწარი ვერსიით ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა მალევე მოედო 3 სართულს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო განყოფილება სასტუმროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, თუმცა იმის გამო რომ შენობა ხის მასალით იყო გაწყობილი, ცეცხლის შეკავება მაინც ვერ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100