სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრულო პოლიციამ გურჯაანის ცენტრში მგელი მოკლა

საპატრულო პოლიციამ, პატრულირების დროს გურჯაანის ცენტრში თავისუფლების ქუჩაზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის წინ მგელი მოკლა – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ ტელეკომპანია „გურჯაანიდან“ აცნობეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტ, ჯემალ შალაშვილს ქალაქში მგლის გამოჩენის ფაქტი არ გაჰკვირვებია. მისი თქმით ზამთარში ტყეში საკვები ილევა და ნადირი დასახლებულ პუნქტებში ხშირად ჩადის.

კანონმდებლობით, მოსახლეობას მგლის ლიკვიდაციის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მტაცებელი მათ ზიანს მიაყენებს, ამის გამო , მათ ჯარიმა არ დაეკისრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100