"გინდათ რომ გადმოხტეს იქიდან? ორი თვის ბავშვია შიგნით...ისროლა იმიტომ, რომ პატარამ დაუძახა "მამა" - რას ამბობს იმ პირის დედა, რომელიც წუხელ გლდანში უმისამართოდ ისროდა
სროლა გლდანში - იმ პირის დედა, რომელიც წუხელ გლდანში უმისამართოდ ისროდა
ამბობს, რომ მამაკაცმა "ისროლა იმიტომ, რომ პატარამ დაუძახა "მამა".
"გინდათ
რომ გადმოხტეს იქიდან? ორი თვის ბავშვია შიგნით...ისროლა იმიტომ, რომ
პატარამ დაუძახა "მამა"...ამტვრევენ შიგნიდან კარს" - ამბობს მამაკაცის
დედა.
შეგახსენებთ, სროლის ხმა აკაკი ვასაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით
ისმოდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე თვის წინ
დატოვა, საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა.
მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან მოხდა.
კომენტარი