გაერო-ს უშიშროების საბჭომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ, გუშინ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხორციელებული თავდასხმა „ბარბაროსული და ამაზრზენია“.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ „ტერორიზმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორიზმთან ბრძოლის აქტივიზირება უნდა მოხდეს“.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და აღვნიშნავთ, რომ საჭიროა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება“, - ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.
კომენტარი