სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ნაცვლიშვილი დავით ნარმანიას გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს

ბექა ნაცვლიშვილი დავით ნარმანიას გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დავით ნარმანიასთვის გადადგომისაკენ მოწოდება განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან არის მიღებელი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ. "მერმა ბოდიში მოიხადა იმ სიტყვებისთვის ძალიან მართებულად, რაც თქვა, მაგრამ რაც შეეხება გადადგომას, ზოგადად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომლის დროსაც ადამიანებს მართლა ქუჩაში ხოცავდნენ და ზოგიერთი მათგანი მონაწილეობდა ამ პროცესში, ან ზოგი დუმდა, მიუღებელია ეს ყველაფერი“, -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100