სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც მისგან დაორსულების გამო ქალი ძაღლს აჭამა

საფეხბურთო კლუბ ფლამენგოს ყოფილი მეკარე ბრუნო სოუზა ყველაზე სასტიკი ფეხბურთელის სტატუსს ატარებს. დღეისათვის ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის 22 წლიან სასჯელს, მისი დანაშაული კი შემდეგში მდგომარეობს.

სპორტსმენმა 25 წლის მოდელი ელიზა სამუდიო როტვეილერს აჭამა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ვანდალური ჩანაფიქრის განხორციელებაში ფეხბურთელს 6 ადამიანი დაეხმარა, მათ შორის ყოფლი ცოლი დაიანა, ბიძაშვილი და პოლიციის ოფიცერი ლუის სანტოსი.

გამოძიების ინფორმაციით ბრუნო სოუზამ და ელიზა სამუდიომ ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს და ღამე ერთად გაატარეს, შედეგად მოდელი დაფეხმძიმდა, რამაც ფეხბურთელი საშინლად გააბრაზა. რაც შეეხება მოდელის მკვლელობას, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა მეკარემ მას შემდეგ მიიღო რაც გოგონა მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

2012 წლის დასაწყისში ფეხბურთელის ბიძაშვილმა ფეხმძიმე მოდელი რიო-დე-ჟანეიორო ერთ-ერთი სასტუმროდან გიტაცა და საკუთარ სახლში დაამწყვდია, სადაც გოგონას პოლიციელი აწამებდა. თავად ფეხბურთელი კი ამ ყველაფერს ხმამაღალი მუსიკის ფონზე აკვირდებოდა. ცემისა და წამების შედეგად ელიზა სამუდიო გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი სხეულის ნაწილი როტვეილერს აჭამეს, ნაწილი კი „ჩააბეტონეს“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100