სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ღლონტი სავარაუდოდ, მინისტრად ინიშნება

ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებელი და რადიო „მაესტროს" გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი სავარაუდოდ, ერთ-ერთ სამინისტროს უხელმძღვანელებს.

აღნიშნული ინფორმაცია „Front news”-ს სანდო წყარომ მიაწოდა.

მისივე მონაცემებით, კონკრეტულად რომელ უწყებას უხელმძღვანელებს მამუკა ღლონტი, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ახალ თანამდებობაზე მისი წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

თავად ღლონტი ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. ყველაფერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი" – განუცხადა „Front news”-ს ღლონტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100