"ბაბუ აღარაა ცოცხალი და დღეს რომ კოვიდის ტესტის პასუხი იქნება, რაში მჭირდება?!“ - კაცი, რომელიც 3 დღის განმავლობაში კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, გარდაიცვალა
სოციალური ქსელის მომხმარებელი თაკო გიგოლაშვილი, „ფეისბუკზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ახალგაზრდა ქალი წერს, მისი 93 წლის ბაბუა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, გარდაიცვალა.
„3 დღის ხვეწნისა და მუდარის შემდეგ რომ ბაბუ გადაეყვანათ საავადმყოფოში,რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა არ გადაიყვანეს რადგან კოვიდის ტესტის პასუხს ველოდებოდით.
გუშინ კიდევ ერთხელ ვითხოვე გადაყვანა, მაგრამ მითხრეს, რომ არავინ მიგვიღებდა ტესტის პასუხის გარეშე. ვუთხარი რომ ხვალამდე ეს ადამიანი ვეღარ იცოცხლებდა. და აი დღევანდელი დღეც, ბაბუ აღარაა ცოცხალი და დღეს რომ კოვიდის ტესტის პასუხი იქნება, რაში მჭირდება?!“ – წერს თაკო გიგოლაშვილი.
გარდაცვლილი სოფელ დიღომში, საკუთარ სახლში შაბათს გარდაიცვალა.
კომენტარი