სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა" - თინა ბოკუჩავას ტყუპები შეეძინა: რას წერს პოლიტიკოსი "ფეისბუქზე"?

თინა ბო­კუ­ჩა­ვა ტყუ­პე­ბის დედა გახ­და. პარ­ლა­მენ­ტარ­მა ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა და ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თი­ნამ ტყუპ ბიჭს ლუკა და სან­დრო და­არ­ქვა... "ასე გახ­და ჩემი ნი­კუ­ლი უფ­რო­სი ძმა Welcome to the world Luka & Sandro" - წერს დე­პუ­ტა­ტი... ბოლო თვე­ებ­ში თინა პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობ­და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა სა­პა­ტიო მი­ზე­ზი ჰქონ­და. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სია. მან გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო - 2009 წელს და­ამ­თავ­რა ფლე­თჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემ­დეგ სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში სმი­ტის კო­ლე­ჯში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. თი­ნას ჰყავს ლექ­ტო­რი მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნი და უფ­რო­სი ვაჟი ნიკო, რო­მე­ლიც 2015 წელს შე­ე­ძი­ნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100