სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიბლუსმა „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს წიგნები გადასცა საჩუქრად!

საქველმოქმედო ფონდს „სოციალურ პარტნიორობას“ კომპანია „ბიბლუსთან“ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.ისინი ხშირად ანებივრებენ საჩუქრებით ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს!
ამჯერად, „ბიბლუსის“ თანამშრომლებმა, ბავშვებს მათი ახალი ბიბლიოთეკისთვის ორმოცამდე შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის ახალი და საინტერესო წიგნები აჩუქეს.
„ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერის, ზურა კვირიკაშვილის განცხადებით, ბიბლუსი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში, მხარს უჭერს პატარების განათლებას და წიგნიერების დონის ამაღლებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე!
პატარები ძალიან გაახარა ასეთმა საჩუქარმა. ისინი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და იმედია მომავალში ამ ცოდნას სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოიყენებენ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100