ვერა ქობალიამ საქართველო–სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმი გახსნა
26 აპრილს თბილისის სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმი გახსნა, რომელშიც მონაწილეობა ორივე მხრიდან 100-ზე მეტმა ბიზნესმენმა მიიღო.
ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა სულ უფრო აქტიური ხდება. რაზეც მიმდინარე წლის მარტში, სამხრთ კორეაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტიც მეტყველებს. რომლის დროსაც შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები (25-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ბათუმში, ახალი საავადმყოფო თბილისში და ჰესების მშენებლობა, პირდაპირი ავიარეისები სეული-თბილისი).
ბიზნესფორუმზე სიტყვით კორეის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დონგ გეუნ ლი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი გამოვიდნენ.
გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი კახა ბაინდურაშვილმა და დონგ გეუნ ლიმ მოაწერეს.
ფორუმის მიმდინარეობისას ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორი ერთმანეთის ბიზნესგარემოს გაეცნო. შეხვედრისას მათ საშუალება მიეცემათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები ისეთ სფეროებში როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერტეგიკა, ჯანდაცვა, განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ბიზნესმენთა ორმხრივი შეხვედრები და სემინარები საინვესტიციო პროექტების განვითარების მიმართულებით.
წყარო: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=993
კომენტარი