ბაჩუკი ქარდავა: „კობა დავითაშვილი აშკარად ჰგავს ცირკის ქალს. დარბის და იძახის - მომეცით ფული, არ მინდა ნატოო“
ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს სთავაზობს უარი თქვას ნატოზე და ესაუბროს რუსეთს, არის რუსული ინტერესების გამტარებელი. მისი აზრით, არ შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს შეხედულება და არ ესმოდეს, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, აღარ იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა. „იცით, სერგო ორჯონიკიძე საქართველოს იდეის გამო ღალატობდა, ოპოზიციის ეს ნაწილი კი საქართველოს ღალატობს თავისი ფანატიკური იდეების გამო. ესენი საქართველოს ღალატობენ ფულის გამო, დიახ ფულის გამო. ესენი უფრო იაფად იყიდებიან, რადგაც ცირკის ქალებივით იქცევიან, - აცხადებს ქარდავა „დრონი. ჯი“-სთან საუბრისას.
„დრონი.ჯი“: ოპოზიცია ორ ბანაკად გაიყო, ნაწილი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა, ნაწილი კი არა, თქვენი აზრით, რატომ გადაიხარა ოპოზიციის სიმპათიები კრემლისკენ, ეს რითი აიხსნება?
ბაჩუკი ქარდავა: იცით, ვერ დაგეთანხმებით, ვერ ჩავთვლი, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო: პრო-რუსულად და ასე ვთქვათ, პრო-დასავლურად, რადგან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელს აწერენ ოკუპანტი ქვეყნის მმართველ პარტიასთან, არ ითვლებიან ნაწილად ქართული პოლიტიკური სისტემისა.
ისინი რუსული პოლიტიკური სისტემის ნაწილნი არიან და ნოღაიდელმა რუსულ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობის ახალი ფორმა შემოგვთავაზა. ამდენად, ნოღაიდელი და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ გზას ადგას, მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის შემადგენელი ნაწილი არ არის, ისინი რუსულ ინტერესს ახორციელებენ ქვეყანაში და ამიტომაც არ მივიჩნევ, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო.
აქვე შემიძლია გითხრათ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დეტალი, ანუ რუსეთის ერთ-ერთი მიზანი... კრემლის მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომ ყველა, ვინც რუსულ ორიენტაციაზე დგას და რუსეთისკენ ისწრაფვის, გამოჩნდეს როგორც ოპოზიციური ძალა, ხოლო იმას, ვინც დასავლური პოლიტიკის მომხრეა, შეექმნას იმიჯი, რომ შეკრულია ხელისუფლებასთან.
ბუნებრივია, აქ, რუსეთი იჭერს ორ კურდღელს. საქართველოში ანადგურებს დასავლურ ძალებს, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებულ ძალებს ცუდ მდგომარეობას უქმნის და აძლიერებს თავის დასაყრდენს საქართველოში.
აი, ამ ეტაპზე ეს არის რუსეთის ძირითადი მიზანი. ამიტომაც ჩვენ, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მივცეთ რუსეთს საშუალება, თავისი პოლიტიკური მოთამაშეები, ასე ვთქვათ, თოჯინები შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. აი, ასეთია ედპ-ის დამოკიდებულება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთს ქართულ ოპოზიციაში დასაყრდენი ჰყავს?
- დასაყრდენი, რა თქმა უნდა, ჰყავს, ან შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე მუშაობდა გუშინ. კრემლს ყოველთვის ეყოლება თავისი აგენტურა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვიღაცამ თავს უფლება მისცა და კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა, ამ შემთხვევაში ნოღაიდელმა.
მან დაიწყო დაფიქსირება იმისა, რომ შესაძლებელია საქართველოში ღიად იყოს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ხარ ქვეყანაში. აი, რუსეთს, რადგან ეს პროცესი დაიწყო, ბუნებრივია, რომ ბევრად უფრო სერიოზული ძალები ჰყავს შეგულიანებული საქართველოში და ცოტა ხანში იგი შეეცდება უფრო მძლავრი პრორუსული მოძრაობა გაჩნდეს.
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობა მოეწყოს. ბევრს ჰგონია, რომ რუსეთის მოკლევადიანი გეგმაა არეულობის დაწყება საქართველოში, ტანკების შემოყვანა და ხელისუფლების სათავეში თავისი კაცის პირობითად, ვთქვათ, ნოღაიდელის დასმა.
მე, ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან, ვფიქრობ, რომ რუსეთს მოკლევადიანთან ერთად აქვს გრძელვადიანი პროექტიც. კრემლს სურს საქართველოში ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთზე იქნება ორიენტირებული და ის იყოს ბევრად უფრო მძლავრი, ვიდრე დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები.
ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს, ამ ეტაპზე, რუსეთს უნდა, რომ საქართველოში გააკეთოს. რუსეთი საქართველოში ქმნის თავის აგენტურას და შეეცდება მარიონეტი დასვას, მოიყვანოს ხელისუფლების სათავეში.
- ვის გულისხმობთ აგენტში, ნოღაიდელს ხომ არა?
- არ ვიცი, ნოღაიდელი არის ალბათ გარკვეული გზამკვლევი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს. შემდეგ, უკვე ვნახოთ, შეიძლება სხვაც გამოჩნდეს და რაღაც სახე მიიღოს პოლიტიკური მოძრაობისა. ჩვენ ვართ რადიკალურად დაპირისპირებულები ყველა იმ ძალასთან, რომელიც რუსეთზეა ორიენტირებული.
- ოპოზიცია თავის ქმედებას კრემლთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობით ხსნის...
- სერიოზული მახე და დანაშაულია, როდესაც ეს ადამიანები აცხადებენ, უარი ვთქვათ ნატოზე და ვესაუბროთ რუსეთსო. ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს თავის საგარეო პოლიტიკაზე, არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, აი, აქ საკამათო არაფერია. ეს ადამიანები გვთავაზობენ სწორედ ამას. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს ჩვენი შეხედულება.
რუსები თვითონაც აცხადებენ, რომ თუ ვინმეს გინდათ მოსვლა, მობრძანდით წინაპირობების გარეშეო. ხომ ხედავთ, ამის ბევრი მსურველი გამოჩნდა კიდეც. არ არის გამორიცხული, რუსეთმა გადმოაგდოს ანკესი, როგორიც არის საქართველოს კონფედერაციის შექმნა ქართულ-აფხაზურ და ცხინვალის სახელმწიფოებს შორის. ეს ადამიანები იტყვიან მერე, როგორც დღეს ამბობენ, რა ვქნათ, აბა, რუსეთს ვერ მოვერევით და ფაქტობრივად, კაპიტულაციას გვთავაზობენ.
რუსები თვითონაც აცხადებენ, რომ თუ ვინმეს გინდათ მოსვლა, მობრძანდით წინაპირობების გარეშეო. ხომ ხედავთ, ამის ბევრი მსურველი გამოჩნდა კიდეც. არ არის გამორიცხული, რუსეთმა გადმოაგდოს ანკესი, როგორიც არის საქართველოს კონფედერაციის შექმნა ქართულ-აფხაზურ და ცხინვალის სახელმწიფოებს შორის. ეს ადამიანები იტყვიან მერე, როგორც დღეს ამბობენ, რა ვქნათ, აბა, რუსეთს ვერ მოვერევით და ფაქტობრივად, კაპიტულაციას გვთავაზობენ.
მერე იტყვიან, რომ, აი, ხომ ხედავთ, რუსეთმა ნაბიჯი გადმოდგა, საქართველოს ტერიტორიებს აერთიანებსო. აი, აქ არის მახე. ჩვენ, არ უნდა დავუშვათ, მაგრამ, თუ რუსეთი მაინც შექმნის კონფედერაციას, ბუნებრივია, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სათავეში იჯდება პუტინის კაცი.
კონფედერაციით რუსეთი იღებს გარანტიებს, რომ საქართველო შეიცვლის ორიენტაციას და კონფედერაცია დაიშლებაო. ამ შემთხვევაში კი აფხაზეთს ექნება სამართლებრივი საფუძველი, იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამდენად დანაშაულია, როცა ეს ადამიანები ამას ამბობენ. მაგრამ, არა მგონია, ასე ღრმად ფიქრობდნენ ისინი, ამ ადამიანებს ღრმად ფიქრის უნარი არ გააჩნიათ, თორემ რუსეთისკენ არ გაქანდებოდნენ. ამდენად, მიმაჩნია, რომ მათი არგუმენტები არის ძალიან სუსტი. ნოღაიდელის არგუმენტები, სიმართლე გითხრათ, საერთოდ, არ მომისმენია.
- ნოღაიდელი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს კრემლთან წინაპირობების გარეშე, ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრეა საზოგადოებაც.
- არ ვიცი, ნოღაიდელი რომელ საზოგადოებაში ტრიალებს, ალბათ იმ საზოგადოებაში ტრიალებს, რომელთანაც რუსეთი უკვე ნამუშევარია და ეს ხალხი სულ მალე ნოღაიდელის გარშემო აღმოჩნდება. მათ საზოგადოებას ვერ ვუწოდებ, ესენი იქნებიან ერთეული ადამიანები და ასეთები არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყველამ მშვენივრად იცის, რატომ მიექანებიან ეს ადამიანები რუსეთისკენ. მათ სხვა ალტერნატივა თავისი პოლიტიკური კარიერის შექმნისა ვერ დაინახეს, ახლა კი ორიენტაციას იცვლიან, იმედი აქვთ, რომ მიიღებენ დიდ ფინანსებს და ამ ფინანსებით მოვლენ ხელისუფლების სათავეში. ერთადერთი მიზანი ამ ადამიანების ესაა. რუსეთის მიზანი კი საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებაა.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ყველამ მშვენივრად იცის, რატომ მიექანებიან ეს ადამიანები რუსეთისკენ. მათ სხვა ალტერნატივა თავისი პოლიტიკური კარიერის შექმნისა ვერ დაინახეს, ახლა კი ორიენტაციას იცვლიან, იმედი აქვთ, რომ მიიღებენ დიდ ფინანსებს და ამ ფინანსებით მოვლენ ხელისუფლების სათავეში. ერთადერთი მიზანი ამ ადამიანების ესაა. რუსეთის მიზანი კი საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებაა.
- თქვენ რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრე ოპოზიციურ ძალებს პუტინის ბიჭები უწოდეთ.
- დიახ, დიდი ხანია, მე, მათ პუტინის ხელის ბიჭებს ვუწოდებ. რაღაც პოსტმოდერნისტული ჯაშუშური ფორმა შემოგვთავაზა რუსეთმა და მშვენივრად ასრულებს ამას ნოღაიდელი. ადამიანი ღიად აცხადებს, რომ ის ჯაშუშია და ოფიციალურად დადო ხელშეკრულება და ყოველთვე მიაწვდის პუტინს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. სხვა სახელი ვერ მოვიფიქრე, უბრალოდ, რადგან ჯაშუშები ღიად არ აცხადებენ, რომ ჯაშუშები არიან და ამიტომ ვუწოდე პუტინის ხელის ბიჭები, მაგრამ შევეცდები უფრო ზუსტად გავიგო ფსბ, ვთქვათ, რას უწოდებს მათ. ძნელია ამის გაგება, მაგრამ ალბათ დაზვერვის ლიტერატურაში იქნება რაღაც სახელწოდება, რაც მათ მიესადაგება.
- თქვენ სერგო ორჯონიკიძე ახსენეთ, ვინ არის დღევანდელი სერგო ორჯონიკიძე?
- იცით, სერგო ორჯონიკიძე საქართველოს იდეის გამო ღალატობდა, ესენი კი საქართველოს ღალატობენ თავისი ფანატიკური იდეების გამო. ესენი საქართველოს ღალატობენ ფულის გამო, დიახ ფულის გამო. ესენი უფრო იაფად იყიდებიან, რაღაც ცირკის ქალებივით იქცევიან. აი, კობა დავითაშვილი აშკარად ჰგავს ცირკის ქალს. დარბის და იძახის: მომეცით ფული, არ მინდა ნატოო.
- იცით, სერგო ორჯონიკიძე საქართველოს იდეის გამო ღალატობდა, ესენი კი საქართველოს ღალატობენ თავისი ფანატიკური იდეების გამო. ესენი საქართველოს ღალატობენ ფულის გამო, დიახ ფულის გამო. ესენი უფრო იაფად იყიდებიან, რაღაც ცირკის ქალებივით იქცევიან. აი, კობა დავითაშვილი აშკარად ჰგავს ცირკის ქალს. დარბის და იძახის: მომეცით ფული, არ მინდა ნატოო.
- კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ, როდესაც თქვენი ცნობადობა მიუახლოვდება პლეხანოველ მარინას ცნობადობას, მაშინ დაურთავს თქვენს განცხადებებზე კომენტარს.
- რა კომენტარი უნდა დაურთოს ადამიანმა, რომელსაც შუბლზე აწერია რასაც წარმოადგენს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დადის ქუჩა-ქუჩა და გაიძახის - მიყიდეთო. ისე, მე მგონი, ჯერ არ არის ნაყიდი, ნაყიდი რომ იყოს, უკვე რუსეთში იქნებოდა, ეტყობა, ფულს არ უხდიან.
- „კონსერვატორები“ და კობა დავითაშვილიც არ გამორიცხავენ რუსეთში ჩასვლას...
- არ ვიცი „კონსერვატორები“ რას იზამენ, ვეყრდნობი მათ განცხადებებს. ისინი ამბობენ, შესაძლებელია ვისაუბროთ ნეიტრალიტეტზე, უარი ვთქვათ ნატოზეო. ღიად ვაცხადებ, არც `კონსერვატორებზეა~ კონკრეტულად საუბარი და არც კიდევ ვინმეზე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს სთავაზობს ნეიტრალიტეტს, არის რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა. არ შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს შეხედულება და არ ესმოდეს, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, ის აღარ იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა. ძალიან კარგად ესმის ყველა პოლიტიკოსს, რომ რასაც ისინი ამბობენ, ეს არის ბლეფი.
- თქვენი აზრით, ნოღაიდელის ადგილი არის ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციურმა სპექტრმა ნოღაიდელი 9 აპრილის აქციების დროს გვერდში არ დაიყენა და ახლა, რატომ შეიცვალა მათი დამოკიდებულება მისი ფიგურის მიმართ?
- მე გითხარით, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის მმართველ პარტიასთან დებენ ხელშეკრულებას, საქართველოს მტერთან მეგობრობის ხელშეკრულება დაარქვეს, მე მგონი, ხომ? ეს პარტიები არ შეიძლება ჩაითვალოს ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებად. მეკითხებით: აქვს თუ არა პოლიტიკაში ყოფნის უფლება ნოღაიდელს? გპასუხობთ, ნოღაიდელი არ არის ქართულ პოლიტიკაში, ის არის ქართული პოლიტიკის მიღმა, ის მუშაობს რუსეთზე. ოპოზიციის დამოკიდებულება კი არ შეიცვალა ნოღაიდელის მიმართ, არამედ მან ყველაზე კარგად გაჩარხა გზა პუტინის ფულის ყულაბასთან, მეტი არაფერი შეცვლილა.
- ოპოზიციის ნაწილი უკვე ემზადება აქციების დასაწყებად, რამდენად იქნება ეს აქციები შედეგზე გათვლილი?
- ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ რუსეთი შეეცდება საქართველოში რევოლუციური პროცესების დაწყებას, ნებისმიერმა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ ხელი უნდა შეუშალოს ამის განხორციელებას. სხვა საქმეა რამდენად გამოუვათ, მე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ რუსეთს საქართველოს მოსახლეობა არ აჰყვება. ჩვენ უნდა ვამხილოთ ეს ადამიანები და რეალურად ვუთხრათ ხალხს ვინც არიან ისინი. ისე, ნოღაიდელი ამაში გვეხმარება, თვითონ ამბობს ვინც არის, კობა დავითაშვილი კი არ ამბობს ჯერ, რომ ცირკთან დგას.
როდესაც ესენი ამბობენ, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი მოგვეცესო, მგონი ეშლებათ, მათ უნდათ, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობა და არა საქართველოსი. ამის სურვილი აქვს პუტინს და ამისთვის იყენებს ამ ბიჭებს - თავის ბიჭებს.
საზოგადოების აქტიურობაა საჭირო, თუმცა გეტყვით, რომ ედპ-ს სისხლიც დაუღვრია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და შევეცდებით, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც რეალურად არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ როცა ფულს ჩამოიტანენ, შეეცდებიან ცოტა მეტი ძალის აკრეფვას, მიაღწიონ თავიანთ მიზანს. მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, შევებრძოლებით ნებისმიერი ხერხებით, რაც გინდათ იგულისხმეთ ამ ნებისმიერ ხერხებში.
- დაბოლოს, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვინ იქნება თქვენი კანდიდატი ამ არჩევნებში?
- რა თქმა უნდა, ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თებერვლის ბოლომდე გეგმას გამოვაქვეყნებთ, ჯერ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, გვეყოლება რეალური კანდიდატი და ვიბრძოლებთ რეალური შედეგებისთვის ამ არჩევნებზე. ჩვენი მიზანია დავამარცხოთ ხელისუფლება, ამ ადამიანების მიზანი კი ქართული სახელმწიფოს დამარცხებაა. ეს ადამიანები ებრძვიან ილიას, აღმაშენებელს და საქართველოს და ხალხს ატყუებენ, როცა ამბობენ - ვებრძვით ხელისუფლებასო.
ინტერვიუ გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 15 თებერვლის ნომერში
კომენტარი