სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ზე ბარაკ ობამას გაკრიტიკების გამო ამერიკელ სერჟანტს დასჯიან

სოციალურ ქსელ Facebook-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაკრიტიკების გამო, ამერიკელი სერჟანტი დისციპლინური სასჯელის წინაშე აღმოჩნდა.

Reuters-ის ინფორმაციით , 26 წლის სერჟანტი ბარი სტეინი მიიჩნევს, რომ მის მიერ დაწერილ კომენტარზე საზღვაო კორპუსის რეაქცია მისი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, რადგან აქვს უფლება, გამოხატოს პოლიტიკური შეხედულება მაშინ, როცა არ ასრულებს მოვალეობას და არ აცვია სამხედრო ფორმა.

„მსოფლიოში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციაზე წინ დგას“, - განაცხადა სან დიეგოს გაერთიანებული ტრიბუნალის წინაშე გამოსვლისას სტეინმა.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურეებს უფლება მისცა,გამოხატონ პირადი პოლიტიკური შეხედულება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი შეიარაღებულ ძალებს არ წარმოადგენენ.

თუმცა, არმიის ვეტერანი რიკი როჯერსი ამბობს, რომ მაშინ, როცა სტეინი ობამას აკრიტიკებდა, იგი წარმოადგენდა შეიარაღებულ ძალებს, რადგან სწორედ შეიარაღებული ძალების გვერდზე დაწერა კომენტარი.

„სიტყვის თავისუფლების მჯერა, მაგრამ როცა სამხედრო ხდები, გარკვეული უფლებები უნდა დათმო. სამხედრო და სამოქალაქო პოლიტიკას შორის დიდი ზღვარია... შენ არ უნდა გააკრიტიკო ხელისუფლება, როცა გაცვია ფორმა“, - მიიჩნევს როჯერსი.

სტეინის განცხადებით, საზღვაო კორპუსის ხელმძღვანელობა მას სამხედრო შინაგანაწესის დარღვევაში ადანაშაულებს და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები მისი საზღვაო ქვეითებიდან გარიცხვისთვის.

საზღვაო კორპუსის სან დიეგოს წარმოადგენლობის პრესსპიკერი მაიორi მაიკლ არმისტედისi ამბობს, რომ უკვე არსებობს გამოძიების პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერჟანტმა „Facebook-ის გვერდზე, სახელწოდებით - Armed Forces Tea Party შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესახებ პოლიტიკური განცხადება დაწერა“ და, შესაბამისად, სტეინის წინააღმდეგ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100