სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაბი პროფესორი შიშობს, რომ ათი წლის შემდეგ საუდის არაბეთში ქალწულები აღარ იქნებიან

ათი წლის შემდეგ საუდის არაბეთში ქალწულები აღარ იქნებიან - ასეთი შემაშფოთებელი დასკვნა გააკეთა ქვეყნის უმაღლესმა სასულიერო პირმა მეჯელის ალ-იფტა ელ-აალამ.

არაბი თეოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ კატასტროფას თავიდან აირიდებენ, თუკი ქვეყანაში დღეს მოქმედი კანონი, რომელიც კრძალავს მართვის მოწმობის გაცემას ქალებზე, ძალაში დარჩება. 150-კაციან „სწავლულთა ჯგუფზე დაყრდნობით“, მეჯელისი პირდაპირ აცხადებს, რომ ქალებზე მართვის მოწმობის გაცემა ყოვლად დაუშვებელია.

„თუ ქალი საჭეს მიუჯდება, ჩვენს ქვეყანას ისეთი უბედურებები დაატყდება თავს, როგორებიცაა პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, განქორწინება და პორნოგრაფიის გავრცელება“.

ბევრად უფრო საოცარია ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სწავლულის, პროფესორ ქამალ სუბხის დამოკიდებულება, რომელმაც კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა და განაცხადა:

„თუკი ქალებს მანქანის მართვის საშუალებას მივცემთ, ქვეყანაში ათ წელიწადში ერთი ქალწულიც აღარ დარჩება...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100