რატომ უპირისპირდება კახა კუკავა ირაკლი ალასანიას?
„საუბარი იმაზე, რომ ალასანია-ლავროვის შეხვედრა შემთხვევით შედგა, რა თქმა უნდა, სასაცილოა. შეგიძლიათ თქვენმა გაზეთმა ექსპერიმენტი ჩაატაროს, ანუ წახვიდეთ მიუნხენში და ნახავთ, რომ იქ შემთხვევით ლავროვს ნამდვილად ვერ შეხვდებით. მეტსაც გეტყვით, ათიათასჯერ რომ წახვიდეთ მოსკოვში, ლავროვს შემთხვევით იქაც ვერ შეხვდებით. რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის ნათქვამს, ერთს ვიტყვი, ერთ რამეში მაინც შევთანხმებულვართ, რომ ხელისუფლების სატელიტობას არ უარყოფენ“, – აღნიშნა, „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას „ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ.
– „ეროვნული საბჭო“ არ იშლება, უბრალოდ, მას ნოღაიდელი გამოაკლდა, რა იყო ნოღაიდელის „ეროვნული საბჭოდან“ გარიცხვის მიზეზი, მისი მხრიდან საარჩევნოდ შეპირებული დაფინანსების არგამოყოფა?
– რა შუაშია ფინანსები? ნოღაიდელი იმყოფებოდა „ეროვნულ საბჭოში“ მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. საარჩევნო პერიოდში კი ვინც პრაიმერში მონაწილეობას მიიღებდა, კარი ყველასთვის ღია იყო. ნოღაიდელმა პრაიმერში მონაწილეობა მიიღო და არჩევნების დასრულებისთანავე, ბუნებრივია, რომ ის ,,ეროვნული საბჭოს“ დატოვებდა.
– დავითაშვილი აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგაც იქნებოდით ნოღაიდელთან ალიანსში, დღეს მან ასევე აღნიშნა, რომ ნოღაიდელთან გარკვეულ საკითხებზე ბოლო პერიოდში ცხარე კამათიც კი გქონდათ, ანუ მისი გარიცხვის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა?
– იცით, გამიჭირდება იმის დაზუსტება, დავითაშვილმა რატომ და რა კონტექსტში თქვა ეს სიტყვები, თუმცა მე „ეროვნული საბჭოს“ ოფიციალურ პოზიციას გაცნობთ და ვიმეორებ, რომ ნოღაიდელი ჩვენთან მხოლოდ პრაიმერის ირგვლივ გაერთიანდა. „საბჭოს“ განცხადება დევს ჩვენს ვებ-გვერდზე და გამოხატავს როგორც ჩვენი, ისე დავითაშვილის პოზიციას.
– როგორ აფასებთ ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის მიუნხენის შეხვედრას, თქვენი აზრით, რაზე ისაუბრეს და თუკი ისინი გაერთიანდებიან, რატომ ვერ ვიხილავთ „კონსერვატორებს“ მათ გვერდით?

– საკითხავია, ეს ალიანსი შეიქმნება თუ არა, ჩემი აზრით, არ შეიქმნება, ამიტომაც ვერ გვიხილავთ „კონსერვატორებს“ მათ გვერდით. როგორ შევალთ ალინსში, რომელიც არ იქმნება? არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, თუმცა ვეჭვობ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სწორი იყოს, რომ ვითომდა ხელისუფლების შეცვლის გზებს განიხილავდნენ, არა მგონია მათ შორის ასეთი საუბარი ყოფილიყო.
– თუმცა მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რადიკალური ქმედებებია საჭირო, მიუნხენის შეხვედრის შემდეგ ხაინდრავამაც აღნიშნა, გამოსავალი აჯანყებააო...
– არ ვიცი, ხაინდრავამ რა და რატომ თქვა, თუმცა რაც შეეხება რადიკალიზმს, რადიკალური პროტესტის ფორმები ჩვენი პარტიისთვისაც, რა თქმა უნდა, მისაღებია.
– 6 მაისს გამოჩნდა, რომ რადიკალური ქმედებები, ქუჩის აქციები საზოგადოებას აღარ ხიბლავს, შემოდგომიდან კვლავ საპროტესტო ტალღის აგორებას აპირებთ, რატომ არის თქვენთვის მაინცდამაინც ბრძოლის რადიკალური გზები მისაღები?
– საპროტესტო აქციებს შემოდგომიდან დავიწყებთ თუ როდის, ჯერ არ ვიცით, განხილვის სტადიაში ვართ და ეს როცა გადაწყდება, ბუნებრივია, შეგატყობინებთ. არა მგონია, რომ საზოგადოებისთვის რადიკალური ქმედებები მიუღებელი იყოს, პირიქით. რაც შეეხება 6 მაისს, გეტყვით, რომ მაგ დღეს აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მოსული. სხვათა შორის, ჩვენ ბრძოლას საკრებულოდანაც ვაპირებთ და თბილისის საკრებულოში მინიმუმი პროგრამა გვაქვს, რომ საკრებულოში განიხილებოდეს თბილისელებისთვის საინტერესო საკითხები, პროგრამა მაქსიმუმი გვაქვს, რომ ეს საკითხები დადებითად იქნას გადაწყვეტილი, მაგრამ ვინაიდან ცოტანი ვართ, შევეცდებით ჩვენი სიმცირე შევავსოთ გარედან საზოგადოებრივი ზეწოლის გზით.
– ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები კვლავ გრძელდება, თქვენ ბოლო პერიოდია ალასანიას ხელისუფლების სატელიტობაში და არჩევნების გაპრავებაში სდებთ ბრალს, ასევე უგულავასთან შეხვედრის გამო აკრიტიკებთ, რატომ ფიქრობთ, რომ ალასანია ხელისუფლების სატელიტია?
– რასაც ჩვენ ვამბობთ, ბრალდება სულაც არ არის და სატელიტიც არაა სალანძღავი სიტყვა. ჩვენ, უბრალოდ, დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რომ „ალინსმა“ ხელისუფლებისგან თანამდებობები ფარული კონსულტაციების შედეგად მიიღო. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. რაც შეეხება იმას, ამას სატელიტს ვუწოდებთ, კოალიციას თუ თანამშრომლობას, ეს, სიმართლე რომ გითხრათ, გემოვნების საკითხია და თუ მათ არ მოსწონთ სიტყვა სატელიტი, მაშინ თავად მითხრან რა ჰქვია იმას, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან ფარული კონსულტაციების შედეგად თანამდებობებს იღებს? იცით, საკრებულოს სხდომაზე, ჩვენ, როდესაც დოლიძის კანდიდატურა იქნა წამოყენებული დოლიძესაც და „ნაციონალებსაც“ შევთავაზეთ, რომ შიდა ოპოზიციური კონსულტაციები ჩაგვეტარებინა, მაგრამ როგორც „ნაციონალებმა“, ისე ალასანიას გუნდმა განაცხადეს, რომ ასეთი კონსულტაციები უკვე ჩატარებული იყო. ამის შესახებ კი საზოგადოებამ ნამდვილად არ იცოდა.
რაც შეეხება უგულავა-ალასანიას შეხვედრას, არ ვფიქრობთ, რომ ალასანია უგულავას არ უნდა შეხვედროდა, მე ვთქვი, რომ ძიძიგური არ უნდა შეხვდეს უგულავას-მეთქი.
რაც შეეხება უგულავა-ალასანიას შეხვედრას, არ ვფიქრობთ, რომ ალასანია უგულავას არ უნდა შეხვედროდა, მე ვთქვი, რომ ძიძიგური არ უნდა შეხვდეს უგულავას-მეთქი.
– და რატომ არ შეიძლება, რომ ძიძიგური უგულავას შეხვდეს, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა რატომ არის თქვენთვის მიუღებელი?
– ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრები უნდა იყოს საჯარო და ამაზე ჩვენი ამომრჩევლების მანდატი უნდა გვქონდეს, რადგან ასეთია მათი მოთხოვნა. ჩვენ შეიძლება რაღაცას ცუდად, რაღაცას კი კარგად ვაკეთებთ, მაგრამ ვერავინ გვეტყვის, რომ რამე ისე არ გავაკეთეთ, როგორც ამას ჩვენი ამომრჩეველი გვავალებდა. შეიძლება ალასანიას ამომრჩეველს სურს, რომ ალასანია ხელისუფლებასთან ფარულ მოლაპარაკებებზე დადიოდეს. ალასანიას გადასაწყვეტია ფარულ მოლაპარაკებებზე უგულავასთან, მერაბიშვილთან თუ ბაქრაძესთან ივლის წყნეთში. ჩვენი აზრით, ჩვენი კანდიდატი და ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილს და მის მოხელეებს ფარულად არ უნდა ხვდებოდნენ.
ისე, ალასანიამ საკამოდ გვიან განაცხადა, უგულავას რომ შეხვდა და შეხვედრის დღის წესრიგის შესახებაც ზოგადად ისაუბრა. განაცხადა, რომ საუბარი ქალაქის განვითარების გეგმებს შეეხებოდა, რაც ძალიან ბუნდოვანი ფრაზაა, მით უფრო მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრას დოლიძისთვის კომისიის თავმჯდომარის პოსტის გადაცემა მოჰყვა. ეს აჩენს ვარაუდს იმისა, რომ უგულავა-ალასანიას შეხვედრა არა დედაქალაქის განვითარების პერსპექტიულ გეგმებს, არამედ დოლიძის თანამდებობას შეეხებოდა.

– ამბობენ, ოპოზიციის ნაწილი ალასანიას კონკურენტად თვლის და იმიტომ უყენებენ ასეთ ბრალდებებსო, სხვათა შორის, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საათობით ჟირინოვსკის კაბინეტთან ლოდინს, ხელისუფლების სატელიტს გეძახდნენ, სჯობსო...
– ალასანიას კონკურენტად ვთვლით? ალასანია ჩვენი კონკურენტი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ,,ალიანსი~ დაიშალა. ჩვენ არავის ბრალდებებს არ ვუყენებთ. სხვათა შორის, ალასანია ლავროვს მიუნხენში შემთხვევით არ შეხვედრია, მათი შეხვედრა შედგა და ესეც ფაქტია. ის, რომ ალასანია-ლავროვის შეხვედრა შემთხვევით შედგა, რა თქმა უნდა, სასაცილოა და მეტი არაფერი, რადგან შეგიძლიათ თქვენმა გაზეთმა ჩაატაროს ექსპერიმენტი, ანუ წახვიდეთ მიუნხენში და ნახავთ, რომ იქ შემთხვევით ლავროვს ნამდვილად ვერ შეხვდებით. მეტსაც გეტყვით, ათიათასჯერ, რომ წახვიდეთ მოსკოვში, ლავროვს შემთხვევით იქაც ვერ შეხვდებით.
რაც შეეხება აბაშიძის ნათქვამს, ერთს ვიტყვი, ერთ რამეში მაინც შევთანხმებულვართ, რომ ხელისუფლების სატელიტობას არ უარყოფენ...
რაც შეეხება აბაშიძის ნათქვამს, ერთს ვიტყვი, ერთ რამეში მაინც შევთანხმებულვართ, რომ ხელისუფლების სატელიტობას არ უარყოფენ...
კომენტარი