სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაკა ასათიანი: კიწმარიშვილმა 500 ათასი დოლარი მიითვისა

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მესაკუთრე მაკა ასათიანი ეროსი კიწმარიშვილს 500 ათასი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. მაკა ასათიანის თქმით, მან არაერთხელ მიმართა წერილობით ამასთან დაკავშირებით, "მაესტროს" მართვის კომპანიის დამფუძნებელს ერასტი კიწმარიშვილს.

მაკა ასათიანის პირადმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს მისი წერილი გააცნო, რომელშიც იგი კიწმარიშვილისგან აღნიშნული თანხის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. დიმიტრი გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ მაკა ასათიანი ბოლო პერიოდში "მაესტროს" ხარჯებს თავად ისტუმრებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100