სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვნეს

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელიც დამარხული იყო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო დამნაშავემ ჯერ ბავშვის მამა მოკლა, შემდეგ კი დედა ჩანჩქერიდან გადააგდო.


6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი გარდაცვლილები ნახეს. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მკვლელობას ეხება და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100