როგორ მოვიპოვო 2500 ლარამდე გრანტი საკუთარი იდეისთვის
საქართველოში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უამრავ მათგანს ყოველ დღე საინტერესო იდეა ებადება, რომელმაც შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაერთი მოქალაქის ცხოვრება შეცვალოს. ასეთ დროს მთავარი პრობლემა თანხის არქონა ხდება ხოლმე, რის გამოც საინტერესო იდეები მხოლოდ იდეებად რჩებიან.
არსებობს პროექტი ERTAD.GE, რომლის ფარგლებშიც სრულიად უფასოდ შესაძლებელია 2500 ლარამდე თანხის მოპოვება. პროექტი ყველა ასაკის ადამიანისთვისაა გათვლილი.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი სფეროები:
- ხელოვნება
- კულტურა
- სპორტი
- გარემოს დაცვა
- მეცნიერება
- განათლება
თუკი ხარ მოტივირებული ადამიანი, გაინტერესებს ტექნოლოგიები, ან ხარ არტისტი და გსურს გამოფენის მოწყობა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება, თუმცა აღნიშნულისთვის თანხა არ გაქვს, შეგიძლია ძალიან მარტივი, 3 ეტაპიანი აპლიკაცია შეავსო, ჩაერთო კონკურსში, მოიპოვო გამარჯვება და საკუთარი იდეაც განახორციელო.
რაც შეეხება კონკურსს, ის ყოველი თვის 1-ელ რიცხვში იწყება და სრული 1 თვის განმავლობაში გრძელდება. პროექტის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია, თვის განმავლობაში კი 4000 ლარის ფარგლებში რამდენიმე პროექტის დაფინანსებაა შესაძლებელი.
როგორც ვებ-გვერდზე პროექტების არქივშია მოცემული, 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში ERTAD.GE-ს ფარგლებში 33 პროექტი დაფინანსდა, რაც ასობით ადამიანის სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, არაერთ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტს, რამდენიმე წიგნის გამოცემას, არაერთ დასუფთავების აქციასა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს.
ასევე აქტიურია პროექტის Facebook გვერდი, სადაც მუდივად განახლებად რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია უკვე დაფინანსებული პროექტებისა თუ მომავალი კონკურსების შესახებ.
პროექტის ვებ-გვერდზე ასევე ინტეგრირებულია ბლოგის განყოფილება, სადაც წარმოდგენილია ინტერვიუები უკვე დაფინანსებულ და განხორციელებული პროექტების ორგანიზატორებთან.
უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ნებისმიერი მსურველისთვის მარტივადაა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე: ERTAD.GE , სადაც თითოეული ხმის მომატება აისახება მთვლელში, რომელიც მთავარ გვერდზეა განთავსებული. აქვეა კონკურსის წესებისა და თავად პროექტის შესახებ ინფორმაციაც.
როგორც პროექტის შესახებ ინფორმაციაშია აღწერილი, ERTAD.GE-ს მიზანი საზოგადოების წინსვლაში, აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერასა და საბოლოო ჯამში საინტერესო იდეების ფინანსური მხარდაჭერაა.
ამიტომ, თუ დაინტერესებული ხართ სოფლის მეურნეობით, სადაც შესაძლებელია სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება და ამგვარად კეთილი საქმის კეთება, თუ თვლით, რომ გაქვთ ისეთი იდეა, რომლის განხორციელებაც არაერთ ადამიანს სარგებელს მოუტანს და სხვა მოქალაქეებისთვისაც მისაბაძი იქნებით, აუცილებლად სცადეთ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-თან თანამშრომლობა, რაც სხვადასხვა იდეის განსახორციელებლად შესანიშნავი პლატფორმაა.
კომენტარი