„როდესაც ბოკერიას კორუმპირებულობაზე საუბრობენ ეს ისტორია მახსენდება“
გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას იხსენებს. ჩერგლეიშვილის სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
„როდესაც გიგას კორუმპირებულობაზე საუბრობენ ერთი ისტორიის მოყოლა მინდა და თავი ვერ მოვაბი.
2007 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახლში მოვედი და დამხმარე ქალმა რაღაც ქაღალდში გახვეული მომცა. კორპუსის დაცვამ ამოიტანაო. გავხსენი და ზეთის საღებავით დახატული ჯვრის მონასტერი დამხვდა. დავაკვირდი - აღმოვაჩინე რომ ელენე ახვლედიანის ტილოა.
მალევე გავარკვიე ვინ დაგვასაჩუქრა. ვინაობას არ დავასახელებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ვინც გამოგვიგზავნა, ის მიიჩნევდა რომ გიგა რაღაც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა და მადლიერება ასე გამოხატა.
დღეს ეს ტილო ელენე ახვლედიანის მუზეუმის საკუთრებაშია. გიგამ ჩათვალა რომ გაუმართლებელია თანამდებობის პირის მიერ ძვირფასი საჩუქრის მიღება და გადაწყვიტა ელენე ახვლედიანის ჯვრის მონასტერი მუზეუმისთვის გადაეცა.
ლოჯისტიკა ნანა ალექსანდრიამ მოაგვარა - ჩემი შვილი იმ წელს აქ ცხოვრობდა, კატოს მთელი კლასი წაიყვანა ელენე ახვლედიანის სახლ მუზეუმში და ტილო გადასცა.
ეს ისე, ისტორიას რომ დარჩეს“ – წერს ჩერგოლეიშვილი
კომენტარი