სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქიატრი სჭირდება ნამდვილად...უნდა გაიყვანონ ეპარქიიდან – ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელი მეუფე სტეფანზე

მე ვფიქრობ, რომ მეუფე სტეფანე ნამდვილად არაა ფსიქიკურად კარგ მდგომარეობაში, ფსიქოლოგებმა უნდა შეისწავლონ მისი მდგომარეობა,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმა, მამა კონსტანტინემ მეუფე სტეფანზე განაცხადა.

„ფსიქიატრი სჭირდება ნამდვილად. სულიერი მდგომარეობა საერთოდ არ აქვს მას. მრევლის ითხოვს, რომ მოჰყვეს ამას რეაგირება საპატრიარქოდან. მეუფე სტეფანე უნდა გაიყვანონ ეპარქიიდან,“ – აცხადებს ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელი.

ამ დროისთვის ჭყონდიდის ეპარქიასთან დედაო სოსანა და მორჩილი ნინო იმყოფება. ვითარებას კი სამართალდამცველები აკონტროლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100