სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაქსის მძღოლი, სავარაუდოდ, მგზავრმა მოკლა

მოსკოვში, ტაქსის მძღოლმა მერსედეს ბენცის ავტომობილით, პირადი ნომრით E 220 მგზავრი ყირგიზეთში წაიყვანა და გაუჩინარდა. შემთხვევა მარტში მოხდა, თუმცა REN TV– ს ამის შესახებ 3 აპრილს განუცხადეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი 32 წლისაა. 4 მარტს მან დედაქალაქი დატოვა 43 წლის მგზავრთან ერთად, რომელიც ყაზახეთში მიემგზავრებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მამაკაცები ორენბურგის მხარეში ჩავიდნენ, გადაკვეთეს ყაზახეთის საზღვარი, 8 მარტს კი ყირგიზეთში გაემგზავრნენ.

შემდეგ ტაქსის მძღოლი მამაკაცთან ერთად ჯალალ-აბადში გაემგზავრა, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობს. ამის შემდეგ კი მძღოლი გაუჩინარდა. REN TV– ს ცნობით, ამჟამად ტაქსისტის მანქანას მგზავრი იყენებს.

გაუჩინარებული მძღოლის მეუღლემ პოლიციას მიმართა მაშინ, როდესაც მეუღლემ მასთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა. რა მოხდა სინამდვილეში ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვარაუდობენ, რომ ადგილი აქვს მკვლელობას მგზავრის მხრიდან.

ერთ-ერთი ინფორმაციით, მოგზაურობის დროს მგზავრს მძღოლთან ხმამაღალი მუსიკის გამო ჰქონდა კონფლიქტი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მანქანიდან გადმოვიდა, უკანა კარი გააღო და მგზავრი ხელით გადმოათრია. ამის შემდეგ რა მოხდა, ეს უკვე უცნობია. ეჭვობენ, რომ მგზავრმა ამის გამო შური იძია ტაქსისტზე.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100