კოდუა ნაცემია, ნანუკა ჟორჟოლიანი შსს-ს არანორმალურ ქცევაში ადანაშაულებს
ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.
წინასწარი ინფორმაციით, იგი ნაცემია. რკინიგზის საავადმყოფოსთან შეკრებილი ახლობლები და მეგობრები, მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა ნანუკა ჟორჟოლიანმა. “ადამიანს რომ ყაჩაღურად ცემენ ქუჩაში და ამ დრო შსს ჟურნალისტებს რომ ურეკავს და ამბავს " აბაზრებს" ნორმალურია? თან ჟურნალისტებს რომ აფრთხილებს შსს არ თქვათ ჩვენგან რომ გაიგეთო!!!!!“ - წერს დავით კოდუას რძალი.
კომენტარი