სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი მოროშკინა: „ბიჭოლამ ჩემს ვაჟს ორალური სექსი შესთავაზა“

ჟორჟოლიანის სტუდიაში დატრიალებული „ჩანგლაობისა“ და მოროშკინას თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ, ვარსკვლავის სიკაშკაშე, ცოტა არ იყოს, გაფერმკრთალდა.

სკანდალებისა და პოპულარობის მოყვარულ მოროშკინას ალბათ ნოსტალგია შემოაწვა წარსულ დიდებასთან დაკავშირებით და სკანდალის წამოგორება კვლავ სცადა.

ტყუილია ეს თუ სიმართლე, თავისთავად სკანდალია და მოროშკინას კიდევ ერთხელ „გამომზეურებისთვისაც“ საუკეთესო ვარიანტია.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის იმიჯზე მუშაობს, ფაქტი ერთია: დიზაინერი ბიჭოლას ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ალბათ ეს უკანასკნელი მაინცდამაინც სახარბიელო სიტუაციაში არ აღმოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლალი მოროშკინამ რადიო „პალიტრის“ თოქ-შოუ „პროვოკატორის“ პირდაპირ ეთერში დარეკა და განაცხადა:

„ხუთი დღის წინ, როცა ჩემი ვაჟი ერთ-ერთ ღამის კლუბში საკუთარ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, იქ ბიჭოლაც იყო, ამ უკანსკნელმა კი ბიჭებს ორალური სექსი ღიად შესთავაზა. ამ შემთხვევაში, არის თუ არა ეს სექსუალური ძალადობა, როდესაც ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში არიან და შენ ძალით სთავაზობ მათ ორალურ სექსს?“ - იკითხა ჟურნალისტმა.

არავინ იცის, ამ შოუბიზნესში ვინ ვის და რატომ ებრძვის. ვინ ჩანგალს და ვინ კოვზს, ან უბრალოდ სიტყვებს იყენებს ერთმანეთის ჩასაძირად. მაგრამ ალბათ, დედის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ლალი მოროშკინა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და არსებული სიტუაციისთვის ნათელის მოფენასაც იმიტომ ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100