აზოვსტალის ქარხანაში რუსებმა შეაღწიეს და უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყდა
ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან გამაგრებულები რუსები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Українська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზოვსტალში რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც იქ თავს აფარებენ.
მედია წერს, რომ ქარხანაზე თავდასხმა სამშაბათს, 3 მაისს, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ დაიწყო. ადგილზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
გამოცემა წერს, რომ უკრინელ სამხედროებთან კავშირი არ აქვთ.
კომენტარი