სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაგრატ მეზურნიშვილი: “როცა საჭიროა, დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების სანაცლოდ, საცხოვრებელიც უნდა დავთმოთ”

„საქართველოში უნდა აშენდეს დიდი და მცირე ჰესები, მათ შორის ხუდონჰესი, სხვანაირად ეკონომიკა ვერ განვითარდება. ჩვენ, მოსახლეობამ კი უნდა ვისწავლოთ და შევეგუოთ ახალ რეალობებს და როცა საჭიროა დავთმოთ ჩვენი საცხოვრებელი, დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების სანაცლოდ.

დასავლეთში დიდი ხნის წინათ ჰქონდა ადგილი ასეთ პროცესებს, ჩვენ სამწუხაროდ ახლა გადავდივართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ეკონომიკურად მოგებიანი განსახლებები შეიქმნას. როცა ადამიანი ცხოვრეობს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ესაჭიროება სახელმწიფოს, მოსახლემ უნდა დათმოს ის მიწა, თუმცა უნდა მიიღოს მეტი სიკეთე, რაიმე ფორმით, რათა იგრძნოს თავისი როლი ამ მშენებლობაში“,- აცხადებს კომპანია „ფიუჩერსთრეიდინგის“ დირექტორს ბაგრატ მეზურნიშვილს.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ იმ სოფლებს რომლებიც რთულად ვითარდება, სახელმწიფომ სუბსიდირება კი არ უნდა გაუწიოს, არამედ ეკონომიურად მომგებიანი დასახლებების და განსახლებების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, იმის მიხედვით, თუ რა იქნება კონკრეტულ მომენტში მოგებიანი ეკონომიკისთვის.

„ის სხვა ისტორიული პერიოდი იყო და საჭიროებდა ისეთ განსახლებებს. ახლა XXI საუკუნეა... მოსახლეობას სახელმწიფომ უნდა მისცეს გარანტიები, რომ ის მიიღებს ყველა სიკეთეს, რაც მას ესაჭიროება. მიწას, სახლს, კომერციულ დაინტერესებას.

მე არ ვარ კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ როგორც მეწარმემ ვიცი ელექტროენერგიის ფასი როგორ მოქმედებს წარმოებაზე, პროდუქციის თვითღირებულებაზე. დიდი ჰესები კი, რომელთა გამომუშავება არ არის დამოკიდებული სეზონურ ფაქტორებზე და შესაბამისად ელექტროენერგიის იმპორტზე, ტარიფის სტაბილურობის გარანტიაა. სწორედ ამ გარანტიისთვისაა აუცილებელი ხუდონჰესის აშენება“ - განაცხადა ბაგრატ მეზურნიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100