სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაიშელებმა პირობა გატეხეს - დეპუტატი ჯაფარიძე ყრილობას შეკრებას არქმევს

დილიდან სოფელ ხაიშში სვანეთის მოსახლეობის ნაწილი იკრიბება და მათი მიზანი ხუდონჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებაა. ერთი კვირის წინ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი ხაიშელებს შეხვდნენ და ყრილობის ჩატარება გადაწყვიტეს. ამ შეკრებას მოჰყვა სუბარის და ჯაფარიძის შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან, სადაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ხაიშში აზომვით სამუშაოებს დროებით შეაჩერებს და ყრილობა გადაიდებოდა. სახელმწიფომ პირობა შეასრულა, აზომვები დროებით შეჩერდა, მინისტრმა და დეპუტატმა კი პირობა არ შეასრულეს - დღეს ისინინი ხაიშში არიან შეკრებაზე.

რა კომენტარს აკეთებენ დღეს ამასთან დაკავშირებით მაჟორიტარი და გამგებელი? რატომ გატეხეს მათ მიცემული სიტყვა?

კითხვაზე, _ თქვენ დადეთ პირობა, რომ სანამ მინისტრი არ ჩავიდოდა ზემო სვანეთში, არ მოისმენდა ხაიშელების პრობლემების შესახებ, უხუცესთა საბჭო შეკრება გადაიდებოდა. რატომ არ შესრულდა ეს პირობა? _ ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს:

არ დგას საკითხი ისე, რომ კახი კალაძეს ეზარებოდეს სვანეთში ჩასვლა. გამორიცხეთ ეს! კახი კალაძე მზად არის შესახვედრად! ხაიშის მოსახლეობას არ მოუთხოვია კახი კალაძე ჩამოვიდესო. კახი კალაძემ გამოთქვა სურვილი და მისი იდეა იყო, როდესაც იტყვის მოსახლეობა შევხდებიო.

არაფერი უხუცესთა საბჭო არ არსებობს. ვიკრიბებით სვანები და მიდის მსჯელობა. მე და სოზრ სუბარი ვართ, როგორც რიგითი სვანები.

მესტიის მუნიციპელიტეტის გამეგებლის კახა ჟორჟლიანის განცხადებით: "უხუცესთა საბჭო კი არა სვანეთის ხალხი იკრიბება, სადაც იქნებიან უხუცესები სოფლიდან. მაგრამ, შეკრება ხდება იმიტომ, რომ გაირკვეს ხაიშისა და ადგილობრივი მოსახლეობის ბედი. მოსახლეობა მოსასმენად მიდის. დღეს იქ გადაწყვეტილების მისაღებად არავინ არ მიდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100