რადიო "ეხო მასკვის" რედაქციაში წამყვანს თავს დაესხნენ და ყელის არეში დანით დაჭრეს
უცნობი მამაკაცი რადიო "ეხო მასკვის" რედაქციაში რადიო წამყვან ტატიანა ფელგენგაუერს ცივი იარაღით თავს დაესხა და ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. როგორც რუსული პრესა იუწყება, დამნაშავემ დაცვის წევრი პირზე აფარებული გაზის ბალიშით გათიშა და ისე შეაღწია შენობაში. ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია, რადიო წამყვანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი