"ვხედავ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს" - ნახეთ, რა სტატუსს ავრცელებს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
და არამარტო ჩემს გვერდით, არამედ ყველა შვილმოკლული მშობლის გვერდით.
რაც შეეხება აქციას:
ჯერ არ ვგეგმავთ არანაირ აქციას, იქიდან გამომდინარე, რომ ველოდები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმის მიხედვით გადავდგავ შემდგომ ნაბიჯს.
ვხედავ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.
თავად მოგმართავთ როდის დამჭირდება ისევ თქვენი თანადგომა.
იმედია გონს მოვა პროკურატურა ჭეშმარიტებას ფარდას ახდის" - წერს ზაზა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა აქცია სახელწოდებით #ნუმომკლავ რომელიც სწორედ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩატარდა, რათა პროკურატურამ ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი დანაშაული.
კომენტარი