სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის მინისტრი თანამშრომლობის დარგში ანრი დე რენკური ოპოზიციას, პრეზიდენტსა და ილია მეორეს შეხვდება

საფრანგეთის მინისტრი თანამშრომლობის დარგში ანრი დე რენკური და ფრანგული დელეგაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდებიან.

როგორც "პირWელს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ფრანგული დელეგაცია ასევე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდება.

დღესვე ანრი დე რენკური კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვევა.

მოგვიანებით იგი კრწანისის #49-ში საფრანგეთის საელჩოს ახალ შენობას გახსნის.

ფრანგული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სენატორი პიერ ბორდიეც შედის, საქართველოს დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საელჩო ახალ შენობაში 10 ივნისს გადავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100