12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი შემოთავაზება ან აღმოჩნდეთ თქვენთვის უჩვეულო ვითარებაში, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ განვითარდება.
კურო
გამოიჩინეთ მოთმინება და მოქნილობა, რადგან საჭირო იქნება ერთდროულად სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარება. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
ტყუპები
იზრუნეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. პერიოდი მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთობებში გარკვეულობის შესატანად.
კირჩხიბი
საქმეები ამოსუნთქვისა და დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, შეეცადეთ კომპენსირება სასიამოვნო ურთიერთობებითა და შოპინგთერაპიით მოახერხოთ.
ლომი
დღის მთავარი თემა მნიშვნელოვან პროექტებში ჯგუფურ, კოლეგიალურ საკითხებს ეხება, ახლა ფორმირდება ხანგრძლივ დროში გათვლილი გეგმები, რომელიც ყველასთვის სასიკეთო და სარგებლიანი იქნება.
ქალწული
აკონტროლეთ ემოციები და ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, ნუ შეალევთ წვრილმან საქმეებს მთელს თქვენს დროსა და ენერგიას, მეტი გულისყურით მიუდექით მნიშვნელოვან საქმეებს, ამით თავიდან აიცილებთ სხვათა წყრომასა და უსიამოვნებებს.
სასწორი
დღეს შესაძლოა წარმატებით გადაჭრათ ფინანსებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობას, არა მხოლოდ სამსახურეობრივ, არამედ პირად საკითხებშიც .
მორიელი
კომუნიკაციებითა და შეხვედრებით დახუნძლული დღეა, იყავით ყურადღებით, უსმინეთ თქვენს გულს და მიაქციეთ ყურადღება სამყაროს მინიშნებებს.
მშვილდოსანი
მწვავდება და კულმინაციას აღწევს თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე და ყველა სარისკო საქმიანობისას.
თხის რქა
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ნერვიულობა გიწევთ, დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაღიზიანებთ, შესაძლოა არ მოგწონთ დაკისრებული ვალდებულება, მაგრამ ახლა რადიკალური ქმედებისგან ჯობია თავი შეიკავოთ.
მერწყული
ახლა შანსი გაქვთ თქვენი იდეები საქმედ აქციოთ. გულმოდგინედ შეარჩიეთ თანამოაზრეთა ჯგუფი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები.
თევზები
თქვენი წარმატებისკენ მიმავალი გზიდან, ნელნელა ქრება ყველა წინაღობა, შესაძლოა ყველა პრობლემა უჩვეულოდ, თქვენი ჩარევის გარეშე გადაიჭრას.
კომენტარი