სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სიამაყე - ახალი ბალისტიკური რაკეტა, პირველივე გაშვებისას ნამსხვრევებად იქცა (ვიდეო)

ბალისტიკური რაკეტა „იარსი“ სპეციალისტებმა თავიდანვე მონათლეს „რუსეთის სიამაყედ“ და „რუსულ საოცრებად“, აღნიშნავდნენ რა, რომ მას შეუძლია გაარღვიოს ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი. სწორედ მასზე დებს რუსეთი მთავარ სამხედრო ფსონს და, ოფიციალური განცხადებების თანახმად, უკვე 2018 წლისთვის „იარსი“ ყველაზე გავრცელებული უნდა გამხდარიყო რუსულ სარაკეტო ჯარებში.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ პლესეცკის კოსმოდრომიდან ზემოთხსენებული რაკეტის გაშვება სრული კრახით დასრულდა: გაშვებისთანავე რაკეტა რადარების ეკრანებიდან გაქრა, ორი საათის შემდეგ კი მის ნამსხვრევებს კოსმოდრომიდან 8 კმ-ის დაშორებით მიაკვლიეს.

რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ამ ფაქტს არც ადასტურებდა და არც უარყოფდა, თუმცა დღეს უკვე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ რაკეტის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შესახებ პირველი კადრები რამდენიმე რუსულმა ტელეარხმა გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100