სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვირიკაშვილი დეკანოზის დაკავებაზე: ეს საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

“პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100