დაბადების დღეზე მიღებული საჩუქრები ირაკლი ფირცახალავამ მანქანაში ძლივს ჩაატია (ფოტო)
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გუშინ 37 წლის გახდა. იუბილარმა დაბადების დღე ვარსკვლავურად აღნიშნა, მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამართულ წვეულებას ცნობილი ადამიანები მრავლად ესწრებოდნენ, იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ირაკლის „ტუსოვკას“ აშუქებდნენ.
დაბადების დღის აღსანიშნავად გამართული წვეულების დასრულების შემდეგ ფირცხალავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საკუთარი მანქანის სალონის ფოტო, რომელიც სავსეა საჩუქრებით.
„და ეს ყველაფერი მე. მეგობრებო მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გუშინ ჩემს გვერდით იყო, ვინც მომილოცა, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ ვიცი რომ მე თქვენს გულებში ვარ. მიყვარხართ თქვენ ყველა“ - წერს ირაკლი საჩუქრების ფოტოს აღწერილობაში.
კომენტარი