რატომ არ მისცა რამაზ ნოზაძემ ცოლს 20 წლის ბიჭის გამწარების უფლება?
ინტერნეტში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ლანძღვა საქართველოში ძალიან მოდური, რომაა და თავად კრიტიკის ობიექტები, რომ ძალიან არიან შეწუხებული სხვადასხვა საიტებზე უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მიერ დატოვებულ უარყოფით კომენტარებით ეს კარგად ცნობილი ფაქტია. ზოგიაერთი ცნობილი სახე ამის გამო ინტერვიუების მიცემაზეც კი უარს ამბობს, ზოგმა სოციალურ ქსელში საკუთარი პროფილიც კი გააუქმა. არიან ისეთებიც ვისაც მსგავსი კომენტერები საერთოდ არ ადარდებს, თუმცა ზოგჯერ მათი მოთმინებაც იწურება და ზუსტად ასე მოხდა რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან ხატია სიჭინავას შემთხვევაშიც.
ერთ-ერთ საიტზე ხატიას ინტერვიუს ქვეშ ერთ-ერთმა მკითხველმა მისი ოჯახის მისამართით ბინძური სიტყვებით გამოხატა საკუთარი აზრი. ამ ფაქტმა ხატიას გაღიზიანება გამოიწვია და სიჭინავამ კომენტარის ავტორის ვინაობა დაადგინა. ნოზაძე-სიჭინავას ოჯახისადმი უარყოფითად განწყობილი პიროვნება შავი ზღვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ბიჭი აღმოჩნდა. ხატიას, მის მიმართ სამართლებრივი ზომების მიღება და სასამართლოში ჩივილი ჰქონდა გადაწყვეტილი.
ხატია სიჭინავა: როცა წერენ მახინჯიაო, პრეტენზია არა მაქვს! ყველას აქვს უფლება არ მოსწონდე, მაგრამ როცა ბინძურ ცილისწამებაზე გადადიან, უბრალოდ მგონია რომ არ შეიძლება.
მოგვიანებით ამ ინციდენტში ხატიას ქმარი, ოლიმპიური ჩემპიონი რამაზ ნოზაძე ჩაერთო და სიტუაცია შეიცვალა.
„მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა, რომლის აზრს მე ყოველთვის ვიზიარებ, მითხრა, რომ არ ღირს ვიღაც ტუტუცი სტუდენტის გამწარება მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახში არ არის აღზრდილი და მისთვის კულტურა არავის არ უსწავლებია. რომ ვინც რაც უნდა ის წეროს და იკითხოს რადგან ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ და გაახარონ თავიანთი ჩია თუ ეს წამიერ სიამოვნებას მაინც ანიჭებთ, რადგან მათ ცხოვრებაში ალბათ სხვა სასიამოვნო არაფერი ხდება... რომ თუ ვინმე პირში გაბედავს ჩვენი ოჯახის გალანზღვას, მას ძალიან დიდი სიამოვნებით უპასუხებს იქვე, სასამართლო დარბაზამდე არ მისული მოკლედ. რომ არ ღირს ნერვიულობა თემაზე, რომელიც ზოგადად ადამიანების ინტელექტს გამოხატავს და არა იმის სიმართლეს რასაც ეს ადამიანები წერენ .... ხოდა აღარ შემაქვს სასამართლოში სარჩელი მარტო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი სულ რომ არ ვიზიარებდე ამ თეორიას , მისი სურვილი ჩემტვის ძალიან ძვირფასია ასე რომ ... the end“ - წერს ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
კომენტარი