სელენა გომესი ოპერაციის შემდეგ ძალიან გახდა - ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი ახლა
მომღერალმა სელენა გომესმა ცოტა ხნის წინ თირკმელა გადაინერგა. გარკვეული დროის შემდეგ მისი საზოგადოებაში გამოჩენა განხილვის საგნად იქცა - ყველა აღნიშნავს, რომ სელენა ზედმეტად გამხდარია.
როგორც ყვითელი პრესა იუწყება, მომღერალმა 10 კილო მოიკლო. თაყვანისმცემლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან აშინებთ და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ - როგორც ამერიკელი დიეტოლოგი შაკ სმიტი Radar Online-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, თირკმლის გადანერგვის შემდეგ პაციენტის წონაში ასეთი კლება კარგი არ არის: „როგორც წესი, პაციენტები თირკმლის გადანერგვის შემდეგ წონაში იმატებენ, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მათ აღარ უწევთ მძიმე დიეტის დაცვა და მადაც უმძაფრდებათ“ - ამბობს სმიტი.
როგორც ჩანს, სელენა ცდილობს ფორმა არ დაკარგოს და ჯერ კიდევ შეზღუდული კვების რეჟიმზეა.
კომენტარი