სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ობამების საზეიმო მიღებას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაერო- გენერალური ასამბლეის 69- სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიღებაზე მიწვეულია მეუღლესთან ერთად. საზეიმო საღამოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.

უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100