ბანკირებმა გაამჟღავნეს ელექტრონული საბანკო ბარათების სატანური არსი
ის, რომ "ახალი
მსოფლიო წესრიგისკენ"
სრული სვლით
ლტოლვას არც
რუსეთი ჩამორჩება
და მისი
"მართლმადიდებლობისთვის" თავდადება სრული
მოჩვენებითობაა ათვალსაჩინოებს
ის სარეკლამო
ბანერები, რომლებიც
ამასწინათ მოსკოვის
ქუჩებში გამოფინეს.
გლობალისტები არც
რუსეთში ერიდებიან
თავიანთი საქმიანობის
სატანური არსის
ჩვენებას და
ამას საკმაოდ
თამამადაც აკეთებენ,
რაც გარკვეული
პოლიტიკური წრეების
მხარდაჭერის გარეშე
ალბათ შეუძლებელი
იქნებოდა.
ამასწინათ
ერთ-ერთმა ბანკმა მოსკოვის ქუჩებში გამოიტანა სარეკლამო ბანერები ხელის გამოსახულებით, რომელსაც ორი თითით საბანკო ბარათი უჭირავს, და რომლის გვერდით წერია: "Те
же деньги, только в профиль" ("იგივე ფული, ოღონდ პროფილში"). თანაც მოცემული ხელის თითები ისეა განლაგებული, რომ წარმოადგენს ერთ-ერთ ტრადიციულ მასონურ-სატანურ მინიშნებას, რომელიც მხეცის რიცხვ 666-ს აღნიშნავს (დიდი და საჩვენებელი თითები რგოლად არის შეკრული, ხოლო სამი სხვა თითი, რომლებიც ამ რგოლს ზემოდან დაჰყურებენ, წარმოქმნიან სამი ექვსიანის გრაფიკულ გამოსახულებას. ამ სამ მოხრილ თითს სწორედ საერთო წრე აერთიანებს). ამგვარად თვით ბანკირებიც აღიარებენ, რომ ელექტრონული საბანკო ბარათი დაკავშირებულია მხეცის რიცხვთან (ან ეს არის ანტიქრისტეს ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი) და მას სატანური მიზანდასახულობა
გააჩნია.
უეჭველად,
მოიძებნებიან
ისეთი ზომბირებული ადამიანები, რომლებიც პირაქაფებულები დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მოცემულ პლაკატზე მხოლოდ ნიშანი
"OK" არის
გამოსაახული,
და არა ანტიქრისტეს სანატური რიცხვი - 666.
ამასთან დაკავშირებით იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია:
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი"
(გამოცხ.
13:16-18).
ამგვარად,
ღმრთის სიტყვა პირდაპირ გვეუბნება, რომ საჭიროა დაფიქრება საითკენ მივყავართ ამგვარ მინიშნებებს. დღეს მრავალი ადამიანი ვერ ხედავს ვერც ამ პლაკატზე, ვერც შტრიხ-კოდებში, ვერც თანამედროვე რუსული პასპორტების ორნამენტებში განთავსებულ მხეცის რიცხვს და თუ გონებას არ მოუხმობენ, იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე მოვა, ამ ნიშნებს, რომლებიც სამ ექვსიანს შეიცავს შუბლსა და მარჯვენა ხელზეც მიიღებენ.
ამრიგად, დღეს ბანკირებიც გვიდასტურებენ ელექტრონული საბანკო სისტემის სატანურ არსზე, რომლებიც დღეს დოკუმენტებს შეუერთდნენ,
"განვითარდნენ"
და უნივერსალურ ელექტრონულ ბარათად ჩამოყალიბდნენ, რომელიც შეიცავს მიკროჩიპს. დღეს უკვე ასეთი ბარათბი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პირადობის მოწმობას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ამგვარი ბარათების საყოველთაო გაცემა რუსეთში დაგეგმილია 2015
წლიდან
წყარო:
http://dsnmp.yomu.ru-ს მასალების
მიხედვით.
კომენტარი