სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია!

PayPal-ი თიბისი ბანკის ბარათების მფლობელებისათვის უკვე გააქტიურებულია!


დღეიდან თიბისი ბანკის ყველა ტიპის პლასტიკური ბარათი უკვე შეგიძლიათ მიაბათ PayPal-ის სისტემას , რაც მოგცემთ საშუალებას , აიხდინოთ ოცნება და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ისეთი ვებ-მაღაზიიდან , რომელზეც მანამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ.

www.paypal.com არის გადახდის საშუამავლო სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას , მოახდინოთ ონლაინშეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ იყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიიდან, რომელზეც საქართველოშიდამზადებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და ფუნქციონირებს მხოლოდ PayPal გადახდის სისტემით.


დღემდე paypal-ის ვებ გვერდზე , ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედიოდა. ამიერიდან , შესაძლებელია შეხვიდეთ www.paypal.com-ზე , აირჩიოთ საქართველო , დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას , გააკეთოთ შენაძენი ისეთი საერთაშორისო პოპულარული ვებ მაღაზიებიდან , როგორებიცაა eBay, Walmart , overstock.com და ა.შ.

paypal-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებს როგორც შუამავალი თქვენს ბარათსა და ვებ მაღაზიას შორის. paypal-ზე ბარათის მიბმის შემთხვევაში , ვებ მაღაზია , რომლიდანაც აკეთებთ შენაძენს მიმართავს paypal-ს , ხოლო paypal-ი მას აწვდის იმ ბარათის მონაცემებს , რომელიც მიბმულია მის სისტემაზე.

შესაბამისად , paypal-ით გადახდა თქვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს , განახორციელოთ ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ვებ-მაღაზიიდან , რომელიც იღებს paypal-ის გადახდებს , ნებისმიერ დროს , მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად. ამისათვის , თქვენ გჭირდებათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი , paypal-ის საიტზე რეგისტრაცია და სასურველი ნივთი თქვენს ხელშია!

სასიამოვნო ინტერნეტ შოპინგს გისურვებთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100