სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:

3-5 დეკემბრს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 3 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

. თბილისში 3 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4-7 დეკემბერს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12, +14 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100