სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარნტენსი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

საქართველოში ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა ვილფრედ მარნტენსს ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობის დაწყებამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე შესთავაზა.

პირისპირ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა იყო.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პოზიტიური რეფორმების გამოცდილების გაზიარება ევროკავშირის სამხრეთ მეზობლებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ყოველ წელს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე იმართება. მასზე ლიდერები სწორედ ამ სამიტისთვის პრიოიტეტულ საკითხებს განიხილავენ.

ევროპის საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან - ჰერმან ვან რომპეისთან, ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ერჟი ბუზეკთან ერთად ყრილობას ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ლიდერები, მთავრობათა წარმომადგენლები და ოპოზიციური ლიდერები ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100