სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესები შესაძლოა, საავადმყოფოში გაიმართოს

მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესები შესაძლოა, საავადმყოფოში გაიმართოს. მოსამართლე მზადაა მესამე პრეზიდენტის დაკითხვა მის პალატაში შედგეს. მესამე პრეზიდენტი უკვე რამდენიმე კვირაა მძიმე მდგომარეობის გამო პროცესებს ვერ ესწრება, ამიტომ დღეს, უკვე სხდომების პალატაში გამართვა მოსამართლემ მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი ექნება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას, რომ გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება.

ქართულ ოცნებას კი მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნის არ სჯერა. მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს მესამე პრეზიდენტს ურჩიეს შოკოლოდი ჭამოს და ფიქრობენ რომ ამით განიკურნება.

მოსამართლემ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადადო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100