სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენაკში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა

სენაკში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა. იგი კლინიკა „არქიმედესა“ და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე.

„2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100