კიკუს სინდრომი ოპოზიციაში
ადგილობრივმა არჩევნებმა ოპოზიცია შოკში ჩააგდო. ზოგიერთები ნელ-ნელა გამოდიან შოკიდან და მიუნხენში შეხვედრაც გამართეს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ისევ ირწმუნება, ამ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლითო. იქვე ამატებენ, არც მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია გამოსავალი, სხვა, მესამე გზა უნდა მოვძებნოთო. მესამე გზა კი ხელისუფლების ძალით დამხობაა - პუტჩი, შეიარაღებული რევოლუცია ან რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ერთ დღეში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ლიკვიდაცია და სამხედრო დიქტატურის დამყარება.
ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და გოგა ხაინდრავა სიამოვნებით წავლენ ამ გზით, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ - დაიჭერენ. არადა, საქმე იქითკენ მიდის, სააკაშვილის ხელისუფლებას 2013 წლამდე კი არა, არც შემდგომში არ ემუქრება საფრთხე, თუ რუსული მანქანა აქტიურად არ ჩაერია. შოკი პანიკამ შეცვალა ოპოზიციაში, როცა ეს გაიაზრეს. ხალხმა დაინახა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ გაფარჩაკდა. ოპოზიციის ლიდერები უკვე ლაპარაკობენ მედიით, რომ მათ ხალხს ნაცმოძრაობის ალტერნატივა ვერ შესთავაზეს, ეს ნიშნავს, რომ 2012 წლამდე ასეთი ალტერნატივა ვერ გაჩნდება, ციდან არ ჩამოვარდება და ახალი ოპოზიციური ძალა არ ჩანს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნაციონალები მოიგებენ, ახლანდელი ოპოზიცია კი, რომელსაც ხალხი აღარ ენდობა და ქუჩაში არ მიჰყვება საპროტესტო აქციებზე, მარტო იმის ძახილით დაკმაყოფილდება - გაყალბდა არჩევნებიო.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობასაც და მათი კანდიდატი იქნება ქვეყნის პირველი კაცი - პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი, სულერთია, რომელ საკონსტიტუციო მოდელს დაამტკიცებს პარლამენტი. ეს პერსპექტივა კი, ახლანდელ ოპოზიციას საბოლოო დამარხვას უქადის. ერთადერთი, შალვა ნათელაშვილი შეიძლება გადარჩეს - არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და იქნება თავისთვის.
ზურაბ ნოღაიდელი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლების ლიდერებს ხელ-ფეხის მომტვრევით ემუქრებოდა. დიახ, იძახის არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ ხელ-ფეხმოტეხილი ჯერ არავინ ჩანს. ცხადია, ნოღაიდელმა გაყალბების ფაქტები ვერ დაიჭირა ხელში, მეორეც, ის რუსეთის მარიონეტია და ეტყობა - ჯერ იქიდან არ მიუღია ბრძანება, ხელ-ფეხის მომტვრევა დაიწყეო.
მესამე გზის მომხრენი, ამას წინათ, მიუნხენში შეიკრიბნენ. „დრონი.ჯი“-ს კულუარული ინფორმაციით, ამ შეხვედრას, კონსპირაციულად იგორ გიორგაძეც ესწრებოდა. „ფე-ეს-ბეს“ გენერალია ის ხიდი, რომელიც საქართველოში სისხლიანი რევოლუციის თუ პუტჩის მომხრეებს კრემლის ყველაზე ანტიქართულ პოლიტიკოსებთან აკავშირებს. ცხადია, პუტინი ყოველკვირა ვერ შეხვდება ბურჯანაძესა და ნოღაიდელს. ჩვენი ინფორმაციით, იგორ გიორგაძემ ოთხეულს მრავალსაათიანი კონსულტაცია ჩაუტარა და გადასცა „ფე-ეს-ბეს“ მიერ მოპოვებული დაზვერვითი ინფორმაციები – თუ რომელი ოპოზიციური პარტია თუ ოპოზიციონერი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი – არა. შეხვედრაზე იყო მსჯელობა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე, რომელთა გადმობირებასაც უნდა შეეცადონ ოპოზიციონერები. ამის გარეშე სააკაშვილის დამხობა შეუძლებელიაო. ასეთი ყოფილა უკვე ხუთეულის დასკვნა.

გიორგაძე მიუნხენის ოთხეულს, ცხადია, დაფინანსებასაც შეპირდა. თუმცა პრობლემაა, რა გზით მიაწოდონ ფული ოპოზიციის ლიდერებს. არ არის გამორიცხული, საამისოდ რუსეთმა საქართველოში მოღვაწე რუსული კომპანიები გამოიყენოს.. სქემა ძალიან მარტივია. რუსეთი თითქმის მთლიანად აკონტროლებს სომხეთის ენერგოსისტემას და იქ არაერთი კომპანიის მეწილენი რუსული კომპანიები არიან. მაგალითად, სომხეთის რომელიმე კერძო ენერგოკომპანია გადმორიცხავს ფულს საქართველოში მოქმედ რუსულ ენერგოკომპანიაში ელექტროენერგიის შესაძენად. ფული ანგარიშიდან მოიხსნება და ვისაც უნდა, იმას გადასცემენ, დოკუმენტურად კი ხარჯებში გაიწერება, სომხურ კომპანიას ელენერგია არ მიეწოდება საფასურად, დაფიქსირდება, ვითომ მიეწოდება.
ხმაურს არავინ ატეხს და პროტესტს არავინ გამოთქვამს, ცხადია. ზოგადად, ელექტროენერგია ყველაზე ეფექტური პროდუქტია ფულის გასათეთრებლად თუ სხვა ამგვარი მაქინაციებისთვის, რადგან რეალურად მიეწოდა თუ არა ამა თუ იმ კომპანიას ელენერგია, ამის გაკონტროლება ურთულესი საქმეა. მით უფრო, ვერავინ მოიძიებს, მიეწოდა თუ არა ელენერგია სომხურ კომპანიას, ან თუ მიეწოდა, რამდენი. ეს სქემა რუსულმა ენერგოკომპანიებმა, რომელთაც „ფე-ეს-ბე“ აკონტროლებს, უკვე გამოიყენეს უკრაინაში და იანუკოვიჩის გუნდს ამ მეთოდით ამარაგებდნენ ფულით. საინტერესოა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე უკრაინაში 92 ახალი ენერგოკომპანია დაფიქსირდა, რომლებიც ვითომ რუსეთისგან ყიდულობდნენ ელენერგიას. მათი კონტრაქტორები კი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ფაბრიკა-ქარხნები იყვნენ და ყველა მათგანის საკონტროლო პაკეტის მფლობელი უკრაინაში მცხოვრები რუსი ბიზნესმენები არიან. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ეს სქემა საქართველოში.
სხვათა შორის, ანალოგიური სქემის შესახებ ამ რამდენიმე თვის წინ ესტონეთის პრესაც ალაპარაკდა – იქაური მედია წერდა, რომ ესტონეთში, იმ რეგიონებში, სადაც რუსები უმრავლესობას შეადგენენ, საეჭვოდ მომრავლდა ენერგოკომპანიები, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ელექტროენერგიას და, რატომღაც, მათი ყველა კონტრაქტორი ორგანიზაციის მეპატრონეც – რუსია ან მინიმუმ, საკონტროლო პაკეტის მფლობელი.
როგორც ჩანს, რევოლუციის მომხრე ოთხეულს და მათ ლიდერებს ორი რამ აკლიათ, რომ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში და მერე არეულობა მოაწყონ _ რუსეთის ნება და ფული. ოპოზიციის ყველა მომხრეს არ შევურაცხვყოფ, მაგრამ მათ ლიდერებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ, ასლან აბაშიძის მეთოდის გარდა _ ხალხს ფული უნდა დაურიგონ ყოველდღიურად, რათა საპროტესტო აქციებზე იარონ. ასეთი სულგაყიდული კი, სამწუხაროდ, ბევრია ჩვენში. ფული სწორედ ხალხის გამოსაყვანად სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, თორემ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფარჩაკდნენ, 5000 კაცსაც ვეღარ უყრიან თავს. ვინც ფულს არ აიღებს და საკუთარი ნებით გამოვა, იმ ხალხის ნაწილს, ცხადია, კვება სჭირდება. არის სხვა ხარჯებიც. თავად ნინო ბურჯანაძე აცხადებდა ადრე, რომ 100000-კაციან აქციას, დღეში, მინიმუმ 150000 ლარი სჭირდება. ცოტ-ცოტას, როგორც ჩვენს ოპო-ლიდერებს სჩვევიათ, თავად მოტეხავენ, როგორც ეს ბადრი პატარკაციშვილს გაუკეთეს და ასლან აბაშიძეს უკეთებდნენ.
ქართული კალკულაციით, დღეში 200 000 ლარი დასჭირდებათ ამათ, 100 000 კაცი რომ გამოიყვანონ – ნაწილი პარტიული აქტივისტები, ნაწილი – საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა და მესამე ნაწილი – სულ ფეხებზე რომ ჰკიდიათ პოლიტიკა და ვინც გადაუხდის, იმის მიტინგზე დააღამებენ. მოკლედ, რადიკალურ ოპოზიციას დიდძალი ფული – რამდენიმე ათეული მილიონი სჭირდება, რომ აქციები დაიწყოს. შარშან, როცა ოპოზიცია უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა და ყოფილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს, 47 მილიონი დოლარი წყალში გადაყარა ოპოზიციამ. „დრონი.ჯი“ ამის შესახებ ექსკლუზიურად წერდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგორ გიორგაძე ახლა გაცილებით მეტ ფულს დაპირდა ოპოზიციის ოთხეულს, რადგან მათ დაძახილზე 2-3 ათასი კაცი თუ გამოვა, ხალხს ძალით ვეღარ გამოათრევ სახლიდან, იმდენი უსუსურობა, უუნარობა, სიბინძურე და ორგულობა დაინახეს ოპოზიციის რიგებში. ერთადერთი გამოსავალი რჩება – ფულიო, ბაბაია, ფული...
სხვა რა დავალება მისცა ოპოზიციის ოთხეულს იგორ გიორგაძემ, ეს მალე გაირკვევა _ ოპოზიციის ქმედებები იმდენად გულუბრყვილოდაა შენიღბული, რომ დაკვირვებული თვალი ყოველთვის აღმოაჩენს რუსულ კვალს და რუსეთის ხელს. ახლა აყვირდებიან ოპო-ლიდერები, იგორ გიორგაძე არ ყოფილა მიუნხენშიო, მაგრამ ეგენი ასეთივე გულმოდგინებით უარყოფდნენ ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან ვიზიტებს, მერე – ბერლინში კახა თარგამაძესთან შეხვედრას და სხვა უბედურებებს, ვიდრე ვანო მერაბიშვილმა მტკიცებულებები არ დაუდო წინ და ხმა არ ჩააკმენდინა – ამის მერე თავის მართლების რეჟიმზე გადავიდნენ. ვატყობ, ახლაც ასე იქნება.
კომენტარი