ქეთა თოფურიამ ცხვირი „შეიცვალა“
რუსული ყვითელი პრესის ცნობით, „ა-სტუდიოს“ ცნობილმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ ცხვირი „შეიცვალა“. 25 წლის ქეთა თოფურიას სახის კანის დაჭიმვაც ჰქონია დაგეგმილი. იმის მირხედავად, რომ ამ ასაკში პლასტიკური ოპერაციების გაკეთება მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაშია რეკომენდირებული, ქეთა თოფურიამ მაინც მიმართა პლასტიკურ ქირურგებს.
„არ დავმალავ, რომ რინოპლასტიკა გავიკეთე და ძალიან კმაყოფილიც ვარ“, - აღიარა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში. რუსული პრესის თანახმად, რინოპლასტი თოფურიამ ორჯერ გაიკეთა. – „მეორე ოპერაციაზე ცრემლების ღვრით მივდიოდი, რადგან ტამპონების გამოღების პროცესი საშინლად მტკივნეულია“, - იხსენებს მომღერალი.
კომენტარი