ჯასტინ ბიბერი ავარიაში მოყვა
17 წლის პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ავარიაში მაშინ მოყვა, როდესაც თავისი ახალი ფერარით სეირნობდა. შემთხვევა ”სტუდიო-სითის” რაიონში მოხდა.
ახალგაზრდა მომღერალი ”ჰონდას” მარკის ავტომანქანას დაეჯახა.
რაიონის პოლიციის თანამშრომელმა გრეგორი პეკმა განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა და არც მანქანები დაზიანდა შესამჩნევად, თუმცა საქმე მაინც აღიძრა და ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კომენტარი