ხაშურის თავზე მფრინავი ჰამაკის ვიდეო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია
ამერიკის ქალაქად დასახელებული ხაშური, მილიონობით ნახვა და გაოცებული უცხოელები ინტერნეტში გავირუსებული ვიდეო, რომელშიც დრონზე დაკიდებული ჰამაკი და შიგნით წამოწოლილი ადამიანი ჩანს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ხაშურის თავზე მფრინავ ჰამაკზე წერს ბრიტანული მედიაგამოცემა Mirror.
http://www.mirror.co.uk/news/weird-news/man-casually-relaxes-drone-suspended-10265076
თუმცა, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, ჟურნალისტს საქართველოს ინგლისური სახელწოდება ჯორჯია ამერიკის შტატ ჯორჯიაში აერია."ჰამაკი ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ხაშურის თავზე მიფრინავდა" - წერს გამოცემა.
ვიდეო გვხვდება LADbible-ის პეიჯზე, რომელიც უმეტესად გასართობ და ვირუსულ კონტენტს აქვეყნებს."ეს ბიჭი მფრინავ ჰამაკში ისვენებს" - აწერია ვიდეოს, რომელსაც 6,3 მილიონი ნახვა აქვს.
https://www.facebook.com/LADbible/videos/3182446855135816/
ვირუსული ვიდეო არ დარჩენილა, ასევე ბრიტანული, Daily Mail-ის ყურადღების მიღმა:"უცნაურ ვიდეოში ჩანს, რომ კაცი, ან მანეკენი, ჰამაკში წევს და საქართველოს ქალაქ ხაშურის თავზე დრონით დაფრინავს. ის სულ არ ჩანს შეწუხებული, როდესაც ჰამაკი შენობებს ან ელექტროგადამცემ ხაზებს უახლოვდება".
ძალიან ცნობილი ვიდეო უკვე Viral Frontiers-ზე
სხვა გვერდებთან შედარებით, ამ პეიჯზე დადებულ ვიდეოს რეკორდული მაჩვენებელი, 9,5 მილიონი ნახვა, აქვს.
ვიდეო თავდაპირველად 18 აპრილს კონსტანტინე ფანცხავამ გამოაქვეყნა, წარწერით „ძერსკობა ხაშურში”.
წყარო: www.on.ge
კომენტარი