სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ბარმენთა ასოციაციას ეხმარება

კომპანია უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს უჭერს მხარს

„ეფეს საქართველო“, COVID-19-ის პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს დაეხმარება. კომპანია მხარს უჭერს პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, ფინანსურად დაეხმარება ბარმენებს. ბარმენთა ასოციაციის უმუშევრად დარჩენილი 500-მდე წევრი მიიღებს სასურსათო ვაუჩერს, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და მიიღონ საჩუქარი.

ამ ეტაპზე, მთლიანობაში, „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარზე მეტს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. გარდა ამისა, „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს, დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.

„ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბარმენთა ასოციაციას შემდეგ ნომერზე: 593244634

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100