სამხრეთ კავკასიაში პირველად, თბილისში სტენტირების ოპერაციები უახლესი აპარატურით ჩატარდება
კომპანია „General Electric“ და „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ, რისთვისაც 2011 წლის 29 ნოემბერს 11 საათზე ცენტრს კომპანია „General Electric“-ის ცენტრალური აზიის წარმომადგენლობა უშუალოდ ეწვევა. სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრებიან.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამედიცინო ცენტრმა გულის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი General Electric-ს, 2011 უახლესი მოდელი OEC 9900 Elite შეიძინა. ტექნიკა ძირითადად გულის მკვებავ სისხლძარღვთა (კორონარულ) ანგიოპლასტიკის და სტენტირებისთვის გამოიყენება და ამ რთულ პროცედურას გაცილებით მარტივს და პაციენტებისთვის უსაფრთხოს ხდის.
General Electric-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკა სამხრეთ კავკასიაში პირველად სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში უკვე დამონტაჟდა. პაციენტებს აღნიშნული აპარატურით ოპერაცია დღეიდან ჩაუტარდებათ. „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“ პირველი და ჯერჯერობით ერთადერითი მულტიპროფილური კლინიკაა საქართველოში, სადაც შესაძლებელია, როგორც გულის, ასევე სისხლძარღვთა დაავადებების კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ცენტრი დაკომპლექტებულია წამყვანი ანგიოლოგებითა და კარდიოლოგებით, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტები აღჭურვილია თანამდედროვე სამედიცინო ტექნიკით და დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით საქართველოში, რაც იძლევა ზუსტი და კვალიფიციური დიაგნოზის დასმის საშუალებას. კარდიოლოგიური დეპარტამენტი მოიცავს – ინტენსიური დაკვირების პალატას, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიას, სტაციონარს პოსტრეანიმაციული და სარეაბილიტაციო მიზნებისათვის, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტებს, სადაც ხდება კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევა და დიაგნოსტიკა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრს საშუალებას მისცემს კომპანია „General Electric“-თან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს.
სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი - დიღმის მასივი, ჩაჩავას 1, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა, მე-6 სართული. საკონტაქტო პირი - ხათო კვახაძე 599 90 73 33.
კომენტარი